2010-09-21
ბრძანება №:216/02-01

,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის“ თსუ-ში მართვის უნარების გაუმჯობესების" ფარგლებში სამუშაო ჯგუფის წევრების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2010 წლის 14 ივლისის №:164/02-01 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე

,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის“ თსუ-ში მართვის უნარების გაუმჯობესების" ფარგლებში სამუშაო ჯგუფის წევრების დამტკიცების შესახებ“  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2010 წლის 14 ივლისის №:164/02-01 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე

ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 59–ე მუხლის, 63–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის თეა გერგედავას 2010 წლის 15 სექტემბრის №22899/02 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


  1. შევიდეს ცვლილება ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2010 წლის 14 ივლისის №164/02-01 ბრძანებაში:
    ა)  პირველი მუხლის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
    ,,1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის ,,თსუ-ში მართვის უნარების გაუმჯობესების” პროექტის ფარგლებში (II კომპონენტი - 2010 წლის 14 ივლისიდან 31 დეკემბრამდე) დამტკიცდეს სამუშაო ჯგუფის შემდეგი შემადგენლობა:“.
      ბ) მე–3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
    ,,3 დაევალოს სამუშაო ჯგუფს ,,თსუ–ში მართვის უნარების გაუმჯობესების“ პროექტის II კომპონენტით გათვალისწინებული იმპლიმენტაციის პროცესში აქტიური ჩართვა.“
    გ) მე–4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
    ,,4. II კომპონენტის პროექტის მიმდინარეობის პერიოდში (2010 წლის 14 ივლისიდან 28 აგვისტომდე) სამუშაოდ გამოიყოს თსუ მე–2 კორპუსში არსებული 135–ე აუდიტორია.“

  1. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
  2. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
  3. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
  4. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის №52), ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).







ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოავლეობის შემსრულებელი                                                              დავით ჩომახიძე

« უკან დაბრუნება