2014-06-16
ბრძანება №:92/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა საგანმანათლებლო მიმართულებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების მეცნიერებათა საგანმანათლებლო მიმართულების გაერთიანების საფუძველზე ახალი ფაკულტეტის შექმნის (ჩამოყალიბების) მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა დაგეგმვისათვის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01-01 ბრძანების, საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა საგანმანათლებლო მიმართულებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების მეცნიერებათა საგანმანათლებლო მიმართულების გაერთიანების საფუძველზე ახალი ფაკულტეტის შექმნის (ჩამოყალიბების) მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა დაგეგმვისათვის შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა) ვლადიმერ პაპავა - რექტორი, პროფესორი, აკადემიკოსი, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი; 
ბ) დავით ჩომახიძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე;
გ) დარეჯან თვალთვაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
დ) თამარ მახარაძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, ასოცირებული პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ე) შალვა აბზიანიძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ვ) თამარ გაგოშიძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ზ) თამაზ კარანაძე -  უნივერსიტეტის ემერიტუსი (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი) სამუშაო ჯგუფის წევრი;
თ) იამზე კუტალაძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ი) ზაქარია ქიტიაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
კ) ქეთევან ჭკუასელი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ლ) შალვა საბაური - სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
მ) ბექა დადეშქელიანი - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო მიმართულების სტუდენტი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ნ) ნინო თოფურია - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო მიმართულების სტუდენტი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ო) თამარ ქააძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დაწყებითი განათლების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
პ) არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, სამუშაო ჯგუფის მდივანი.
2. სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით მის საქმიანობაში საჭიროებისას შესაძლებელია მონაწილეობა მიიღოს სამუშაო ჯგუფის მიერ მოწვეულმა პირმა.
3. სამუშაო ჯგუფს დაევალოს შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა, რათა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა საგანმანათლებლო მიმართულებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების მეცნიერებათა საგანმანათლებლო მიმართულების ამ ფაკულტეტებიდან გამოყოფისა და გაერთიანების საფუძველზე ახალი ფაკულტეტის შექმნა განხორციელდეს მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში, ზემოხსენებული ფაკულტეტების და საგანმანათლებლო მიმართულებების ინტერესების გათვალისწინებითა და უნივერსიტეტის საქმიანობის შეფერხების გარეშე.
4. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
5. დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება. 
6. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.
7. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან (გაცნობიდან) 1 თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი N6).

რექტორი, პროფესორი                                                აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება