2017-03-24
ბრძანება №:51/01-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციის GADEST 2017 (Gettering and Defect Engineering in Semiconductor Technology) ორგანიზებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციის GADEST 2017 (Gettering and Defect Engineering  in Semiconductor Technology) ორგანიზებისათვის გასატარებელი   ღონისძიებების  შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ4“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის „საჯარო სამართლის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე–8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის,  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის კონდენსირებული გარემოს ფიზიკის კათედრის გამგის, პროფესორ    ალექსანდრე შენგელაიას 2017 წლის 16 მარტის #3654/10-02 კორესპონდენციის საფუძველზე,

 ვბრძანებ:

1. 2017 წლის 1-6 ოქტომბერს  სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით სასტუმრო „ლოპოტაზე“  საერთაშორისო კონფერენციის GADEST 2017 (Gettering and Defect Engineering in Semiconductor Technology) ჩატარების მიზნით, შეიქმნას ადგილობრივი კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით:
ა) მიხეილ ჩხენკელი - თსუ რექტორის მოადგილე, ადგილობრივი კომიტეტის თავმჯდომარე;
ბ) ალექსანდრე შენგელაია - თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - კონფერენციის თანათავმჯდომარე, ადგილობრივი კომიტეტის წევრი;
გ) თამარ ჭელიძე - თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - კონფერენციის აღმასრულებელი მდივანი, ადგილობრივი კომიტეტის წევრი;
დ) ზაალ მაჭავარიანი - თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ადგილობრივი კომიტეტის წევრი;
ე) მაგდა ცინცაძე - თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ადგილობრივი კომიტეტის წევრი;
ვ) ცისანა გავაშელი - თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ – პროფესორი, ადგილობრივი კომიტეტის წევრი;
ზ) მაგული კვერნაძე - თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  მენეჯერი, ადგილობრივი კომიტეტის წევრი;
თ) თამარ ებრალიძე - თსუ გამომცემლობის დირექტორი, ადგილობრივი კომიტეტის წევრი;
ი) არჩილ კუკულავა - თსუ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ადგილობრივი კომიტეტის წევრი;
კ) ნანა მამაგულიშვილი - თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ადგილობრივი კომიტეტის წევრი;
ლ) ირაკლი საღარეიშვილი - თსუ საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, ადგილობრივი კომიტეტის წევრი;
მ)გიორგი ტალახაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, ადგილობრივი კომიტეტის წევრი;
ნ) შოთა ბარბაქაძე - თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი, ადგილობრივი კომიტეტის წევრი;
ო) მიხეილ მახვილაძე - თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ქსელისა და სერვერული სისტემების განყოფილების მთავარი სისტემური ადმინისტრატორი, ადგილობრივი კომიტეტის წევრი;
პ)კახაბერ მღებრიშვილი, თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილების პროგრამისტი, ადგილობრივი კომიტეტის წევრი;
ჟ) მირიან ტაბიძე - თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  ლაბორატორიის გამგე, ადგილობრივი კომიტეტის წევრი;
რ) მაია სამხარაძე - თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  ინჟინერი, ადგილობრივი კომიტეტის წევრი;
 ს) ლია ტრაპაიძე - თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ადგილობრივი კომიტეტის წევრი;
ტ) ნინო ცისკარიშვილი - თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  ლაბორანტი, ადგილობრივი კომიტეტის წევრი;
უ) ქეთევან გამყრელიძე - თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  უფროსი ლაბორანტი, ადგილობრივი კომიტეტის წევრი.

2. კონფერენციის ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს კონფერენციის სარეგისტრაციო გადასახადიდან, რომელიც  შეადგენს  € 950 - ადრეული რეგისტრაციისთვის (2017 წლის 30 მაისამდე), € 1050 - რეგულარული რეგისტრაციისთვის (2017 წლის 15 ივლისამდე),  € 1,150 - გვიანი რეგისტრაციისთვის (2017 წლის 15 აგვისტომდე). დაევალოს ადგილობრივ კომიტეტს კონფერენციის დეტალური  ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა 2017 წლის აგვისტოს თვის ბოლომდე. 
3. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს გაიხსნას საკონფერენციო შენატანებისათვის სპეციალური ქვეანგარიში და წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად განახორციელოს დაგეგმილი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა.
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს კონფერენციის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა და სიმპოზიუმის ვებ-გვერდის მომზადება.
5. დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
6. დაევალოს თსუ გამომცემლობას საკონფერენციო მასალების დაბეჭდვის უზრუნველყოფა.
7. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს კონფერენციის სათანადოდ გაშუქება.
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
9. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს. 
10. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი                                                               გიორგი შარვაშიძე
                    






« უკან დაბრუნება