2010-12-13
ბრძანება №:118/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროგრამების მოდერნიზაციის პროექტის კოორდინატორის შესარჩევი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროგრამების მოდერნიზაციის პროექტის კოორდინატორის შესარჩევი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროგრამების მოდერნიზაციის პროექტის კოორდინატორის შერჩევის მიზნით, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე,  

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში უნივერსიტეტი) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროგრამების მოდერნიზაციის პროექტის კოორდინატორის შესარჩევი კომისია  შემდეგი შემადგენლობით: 

ა) ალექსანდრე კვიტაშვილი – უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) დარეჯან თვალთვაძე – უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;   
გ) ნინო დურგლიშვილი – უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
დ) ჯუდი ელიოტი – ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში ინგლისური ენის მკვლევარი.
ე) მაგდა მაღრაძე – უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამის კავკასიის რეგიონალური მენეჯერი.

2. დამტკიცდეს თანდართული კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმები (დანართი №1).

3. შესარჩევმა კომისიამ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროგრამების მოდერნიზაციის პროექტის კოორდინატორის შესარჩევი  კონკურსი ჩაატაროს 2010 წლის 13 დეკემბერს.

4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

6. ბრძანების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

7. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.







რექტორის
მოვალეობის შემსრულებელი                                 ა. კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება