2015-11-13
ბრძანება №:210/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის მომზადების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნისა და უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებისათვის შესაბამისი დავალებების გაცემის თაობაზე

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის მომზადების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნისა და უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებისათვის შესაბამისი დავალებების გაცემის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის , მე-9  და მე-12 პუნქტების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში – ,,უნივერსიტეტი”) საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის მომზადების მიზნით, შეიქმნას სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში – ,,უნივერსიტეტი”) სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით: 
ა) ვლადიმერ პაპავა  - რექტორი, პროფესორი, აკადემიკოსი - სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე; 
ბ) თამარ ვეფხვაძე – უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სამუშაო ჯგუფის  თავმჯდომარის მოადგილე; 
გ) დავით ჩომახიძე – ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
დ) იოსებ სალუქვაძე - რექტორის მოადგილე - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ე) ზურაბ გაიპარაშვილი - ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ვ) თეიმურაზ ბერიძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ზ) რამაზ ბოჭორიშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
თ) ირაკლი ბურდული - იურიდიული ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ი) თამარ გაგოშიძე - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
კ) თამარ დოლბაია - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ლ) დარეჯან თვალთვაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
მ) ალექსანდრე ცისკარიძე – მედიცინის ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ნ) დალი კანდელაკი - სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ო) არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
პ) ნათელა ლაცაბიძე - პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ჟ) ირაკლი საღარეიშვილი - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
რ) მაგდა ალანია - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ს) დავით ბოსტოღანაშვილი - იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ტ) დარეჯან გარდავაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
უ) მანანა მელიქიშვილი - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი -  სამუშაო ჯგუფის წევრი;
ფ) რევაზ ჯორბენაძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ქ) ნინო ჩიხლაძე - მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ღ) ეთერ ხარაიშვილი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი.
2. დაევალოს სამუშაო ჯგუფს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის მომზადება.
3. დაევალოს უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს არაუგვიანეს 2015 წლის 20 დეკემბრისა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის ელექტრონული ფორმით (CD-R-ით) დასართავი შემდეგი დოკუმენტაციის სამუშაო ჯგუფისათვის წარმოდგენა: 
ა) საგანმანათლებლო პროგრამები, საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსების სილაბუსები – შესაბამისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულები (ფაკულტეტები).
ბ) სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი, დაწესებულების წესდება, შინაგანაწესი, სტრუქტურული ერთეულების დებულებები, საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის  თვითშეფასების ანგარიშის შემუშავების პროცესში ჩართული სტრუქტურული ერთეულების ან/და პირების შესახებ ინფორმაცია და არსებობის შემთხვევაში შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია – იურიდიული დეპარტამენტი.
გ) საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შეფასების სისტემის მარეგულირებელი დოკუმენტაცია – ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
დ) საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი პერსონალის - აკადემიური პერსონალის/მოწვეული პერსონალის/მასწავლებლების/მეცნიერთა ჩამონათვალი და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (Curriculum Vitae, კვალიფიკაციის, პროფესიული გამოცდილების, სპეციალური მომზადების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ბოლო 10 წლის განმავლობაში შესრულებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი) – პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შესაბამისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულები (ფაკულტეტები).
ე) საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ პერსონალთან - აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან, მასწავლებლებთან/მეცნიერებთან დადებული მოქმედი შრომითი ხელშეკრულებები – პერსონალის მართვის დეპარტამენტი.
ვ) სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგიის (SWOT ანალიზი ან/და სხვა) ამსახველი დოკუმენტაცია -  რექტორის მოადგილე - იოსებ სალუქვაძე, საფინანსო დეპარტამენტი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
ზ) ბოლო 5 წლის განმავლობაში დოქტორანტების მიერ დაცულ დისერტაციათა ჩამონათვალი - შესაბამისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულები (ფაკულტეტები). 

4. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.  ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი, პროფესორი                                                         აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა


« უკან დაბრუნება