2016-11-07
ბრძანება №:197/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2013 წლის 27 დეკემბრის №139/2013 დადგენილებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე   2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული სტუდენტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:  
      
ა) შემოდგომის სემესტრი

ა.ა. აკადემიური რეგისტრაცია  - 7 - 11 ნოემბერი;
ა.ბ. სააუდიტორიო მეცადინეობები – 7 ნოემბერი  – 25 თებერვალი;
ა.გ. არდადეგები – (1 – 8 იანვარი); (20 – 26 მარტი);
ა.დ. საგამოცდო პერიოდი – 27 თებერვალი – 9 მარტი (დასკვნითი გამოცდები),
                        15 – 18 მარტი  (დამატებითი გამოცდები).

ბ) გაზაფხულის სემესტრი

ბ.ა. აკადემიური რეგისტრაცია – 27 მარტი - 31 მარტი;
ბ.ბ. სააუდიტორიო მეცადინეობები – 27 მარტი – 8 ივლისი;
ბ.გ. საგამოცდო პერიოდი – 10 – 22 ივლისი (დასკვნითი გამოცდები),
                           28 ივლისი - 4 აგვისტო (დამატებითი გამოცდები).

2.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.  დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი                                                     გიორგი შარვაშიძე
« უკან დაბრუნება