2008-07-15
ბრძანება №:0

"შიდასაუნივერსიტეტო პროექტის "სასწავლო პროგრამების მოდერნიზაცია" შექმნის შესახებ" რექტორის 2008 წლის 8 თებერვლის №07/01-01 ბრძანებაში ნაწილობრივი ცვლილების შეტანის შესახებ (ბრძანება №66/01-01)

ბრძანება №66/01-01
      15.07.2008 წ
   

 

"შიდასაუნივერსიტეტო   პროექტის   "სასწავლო   პროგრამების  მოდერნიზაცია"
შექმნის  შესახებ"  რექტორის 2008 წლის 8  თებერვლის  №07/01-01  ბრძანებაში
ნაწილობრივი ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის   №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების    16-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს   ნაწილობრივი   ცვლილება   ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 8 თებერვლის № 07/01-01 ბრძანების 2 პუნქტში და თინათინ მარგალიტაძის უფლებამოსილება განისაზღვროს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ.
2.  დაევალოს   საერთო  განყოფილებას  (ნ. ოვსიანიკოვა)  უზრუნველყოს  ამ ბრძანების  გადაცემა  უნივერსიტეტის  ფაკულტეტებისა და სტრუქტურული ერთეულებისათვის.
3. ბრძანება   გამოქვეყნდეს  გაზეთ  "თბილისის  უნივერსიტეტში",  განთავსდეს უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ელექტრონულ   გვერდზე   და   გამოიკრას      
თვალსაჩინო ადგილებზე.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

 

 

  რექტორი, პროფესორი
გ. ხუბუა

შემსრულებელი:
სასწავლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე  პ. ტურავა

« უკან დაბრუნება