2019-05-20
ბრძანება №:118/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის - მეცნიერებათა პანევროპული აკადემიის თბილისის რეგიონული საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრის (ჰაბი) სამეცნიერო საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2019 წლის 05 აპრილის N82/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის - მეცნიერებათა პანევროპული აკადემიის თბილისის რეგიონული საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრის (ჰაბი) სამეცნიერო საკოორდინაციო საბჭოს  შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2019 წლის 05 აპრილის N82/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


„უმაღლესი   განათლების   შესახებ“     საქართველოს     კანონის     22-ე     მუხლის პირველი პუნქტის,   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის  პირველი  ნაწილის,  52-  ე  მუხლის  პირველი  და  მე-3  ნაწილების,  53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2  და  მე-3  ნაწილების,  57-ე  მუხლის,  63-ე  მუხლის,  „საჯარო  სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის    2013    წლის    11    სექტემბრის     N135/ნ    ბრძანებით დამტკიცებული ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტის, წარმომადგენლობითი საბჭოს 2019 წლის 26 მარტის N1 სხდომის ოქმით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  დამხმარე  სამეცნიერო  ერთეულის  - მეცნიერებათა პანევროპული         აკადემიის         თბილისის         რეგიონული საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრის (ჰაბი) დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა  და  დამხმარე  სამეცნიერო  ერთეულის  მეცნიერებათა  პანევროპული აკადემიის თბილისის რეგიონული საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრის (ჰაბის) აღმასრულებელი დირექტორის ნინო ბეგიაშვილის 2019 წლის 02 მაისის N9875/10- 02 საფუძველზე,


ვბრძანებ:


1.  შევიდეს  ცვლილება  ,,სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის - მეცნიერებათა პანევროპული აკადემიის თბილისის რეგიონული საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრის (ჰაბი) სამეცნიერო საკოორდინაციო საბჭოს  შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2019 წლის 05 აპრილის N82/01-01 ბრძანებაში და პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტი:


,,თ) მერაბ კოკაია - ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი;
,,ი) ევა კონდოროსი - ევროპის აკადემიის მმართველი საბჭოს წევრი.“


2.წინამდებარე   ბრძანების   დაინტერესებულ   პირთათვის   კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3.წინამდებარე    ბრძანების       უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.






რექტორი        გიორგი შარვაშიძე 

« უკან დაბრუნება