2017-09-07
ბრძანება №:172/01-01

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფინანსებული, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,ადმინისტრაციული მართვის ოპტიმიზაციის პროექტის განხორციელების მიზნით” კომპანიასთან ,,ფრაისვოთერჰაუსკუპერსი ცენტრალური აზია და კავკასია ბი.ვი.-ს ფილიალი საქართველოში’’ გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ფარგლებში წარმოდგენილ ანგარიშში ასახული რეკომენდაციების გათვალისწინებისა და განხორციელებისათვის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფინანსებული, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,ადმინისტრაციული მართვის ოპტიმიზაციის პროექტის განხორციელების მიზნით” კომპანიასთან ,,ფრაისვოთერჰაუსკუპერსი ცენტრალური აზია და კავკასია ბი.ვი.-ს ფილიალი საქართველოში’’ გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ფარგლებში წარმოდგენილ ანგარიშში ასახული რეკომენდაციების  გათვალისწინებისა და განხორციელებისათვის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის  26 დეკემბრის №969 ბრძანებით დამტკიცებული ,,უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარება” პროგრამის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 2016 წლის 30 დეკემბერს ,,ადმინისტრაციული მართვის ოპტიმიზაციის პროექტის განხორციელების მიზნით” გაფორმებული №09-1/78/132 ხელშეკრულების ფარგლებში გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც გაიმარჯვა კომპანიამ ,,ფრაისვოთერჰაუსკუპერსი ცენტრალური აზია და კავკასია ბი.ვი.-ს ფილიალი საქართველოში”. აღნიშნულ კომპანიასთან დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის ფარგლებშიც კომპანიის მიერ მომზადდა ანგარიში.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე და ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ო” და ,,პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის 2017 წლის 30 აგვისტოს №14224/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    ადმინისტრაციული მართვის ოპტიმიზაციის პროექტის განხორციელების მიზნით კომპანიასთან ,,ფრაისვოთერჰაუსკუპერსი ცენტრალური აზია და კავკასია ბი.ვი.-ს ფილიალი საქართველოში’’ გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ფარგლებში წარმოდგენილ ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შემდგომში გათვალისწინებისა და განხორციელებისათვის შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

ა)    მიხეილ ჩხენკელი – რექტორის მოადგილე (კომისიის თავმჯდომარე);
ბ)    ნუნუ ოვსიანიკოვა – ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
გ)    ლაშა საღინაძე – ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე;
დ)    თამარ ზარანდია – იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე;
ე)    მარინე კუჭუხიძე – შპს ,,სტრიმის” (,,The stream – Consulting & Development”)  დირექტორი.
2.    დაევალოს კომისიას, წინამდებარე ბრძანებით განსაზღვრული მიზნით, შეიმუშაოს წინადადებები და წერილობითი  სახით წარუდგინოს რექტორს.
3.    ბრძანების ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი       გიორგი შარვაშიძე
« უკან დაბრუნება