2020-03-19
ბრძანება №:67/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეღავათიანი სამუშაო რეჟიმით სარგებლობის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 12 მარტის N57/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეღავათიანი სამუშაო რეჟიმით სარგებლობის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 12 მარტის N57/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, როგორც უნივერისტეტის პერსონალთან შრომითი ხელშეკრულების დადების უფლებამოსილების მქონე მართვის ორგანო, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15  მუხლის პირველი პუნქტის, მე- 16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“, და ,,პ” ქვეპუნქტებისა და ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანაწესი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები“-ს მე-19 მუხლის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.შევიდეს ცვლილება ,,სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეღავათიანი სამუშაო რეჟიმით სარგებლობის თაობაზე“ ადმინისტრაციის   ხელმძღვანელის   2020   წლის   12   მარტის   N57/02-01   ბრძანებაში   და ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. წინამდებარე ბრძანების პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დასაქმებულების გარდა,   სხვა   დასაქმებულებს   უფლება   მიეცეთ   სამუშაო   კვირის განმავლობაში არანაკლებ 2 სამუშაო დღე თავისი უფლებამოვალეობები და ფუნქციები შეასრულონ სრულად    დისტანციურად,    შესაბამისი    სტრუქტურული    ერთეულის

ხელმძღვანელის მიერ შემუშავებული სამუშაო გრაფიკის და ამ გრაფიკით გათვალისწინებული რიგითობის მიხედვით.“

2.წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3.წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებისათვის დაგზავნა და ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი     ლაშა საღინაძე

« უკან დაბრუნება