2020-07-09
ბრძანება №:102/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 31 იანვრის N24/02-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართით განსაზღვრული სამეცნიერო/საგანმანათლებლო/სპორტული/ კულტურული პროექტების წარმოდგენისა და განხილვის ვადებისგან 2020 წლის პროექტების წარმოდგენის მეორე ეტაპის მიზნებისათვის ერთჯერადად განსხვავებული ვადების დადგენის შესახებ

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 31  იანვრის N24/02-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართით განსაზღვრული სამეცნიერო/საგანმანათლებლო/სპორტული/ კულტურული  პროექტების  წარმოდგენისა და განხილვის ვადებისგან 2020 წლის პროექტების წარმოდგენის  მეორე  ეტაპის მიზნებისათვის ერთჯერადად განსხვავებული ვადების დადგენის შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ”, ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის,
54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,      საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-
16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,ო“ და ,,პ” ქვეპუნქტების,  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის    სახელმწიფო    უნივერსიტეტში    სტუდენტური    პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს 2020 წლის 6 ივლისის N45 სხდომის ოქმის და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს თავმჯდომარის 2020 წლის 8 ივლისის N8829/10  კორესპონდენციის  საფუძველზე,



ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 31   იანვრის N24/02-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართით განსაზღვრული სამეცნიერო/საგანმანათლებლო/სპორტული/კულტურული პროექტების წარმოდგენისა და განხილვის ვადები 2020 წლის პროექტების წარმოდგენის  მეორე  ეტაპის მიზნებისათვის დადგინდეს შემდეგნაირად:

ა) სამეცნიერო/საგანმანათლებლო/სპორტული/კულტურული პროექტების წარმოდგენა - 2020 წლის 9-17 ივლისი;
ბ)წარმოდგენილი სამეცნიერო/საგანმანათლებლო/სპორტული/კულტურული პროექტების განხილვა - არაუგვიანეს 2020 წლის 30 ივლისისა.

2. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  გამოქვეყნება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების    ყველასათვის    ხელმისაწვდომ    ადგილზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანების  გადაცემა  დაინტერესებულ  პირთათვის  დაევალოს  უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
6. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი N6.





ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე

« უკან დაბრუნება