2010-07-09
ბრძანება №:61/01-01

,,ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული და ასისტენტ პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ” რექტორის 2010 წლის 2 ივლისის №60/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული და ასისტენტ პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ” რექტორის 2010 წლის 2 ივლისის №60/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
 
  1. შევიდეს ცვლილება ,,ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული და ასისტენტ პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ” რექტორის 2010 წლის 2 ივლისის №60/01-01 ბრძანების მე-4 პუნქტში და ,,ქიმიის მიმართულების არაორგანული და ელემენტორგანული ქიმიის ქვემიმართულების” ნაცვლად  დაფიქსირდეს ,,ქიმიის მიმართულება – ქვემიმართულება ზოგადი, არაორგანული და მეტალორგანული ქიმია”.
  2. ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
  3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

       საფუძველი: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის წერილი №16254/02, 06.07.2010წელი





  
რექტორი, პროფესორი                                           გ. ხუბუა
« უკან დაბრუნება