2015-05-07
ბრძანება №:68/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტთან ინტეგრირების სრულფასოვნების უზრუნველსაყოფად და ხარისხის გაზრდის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის საერთაშორისო   სკოლის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტთან ინტეგრირების სრულფასოვნების უზრუნველსაყოფად და ხარისხის გაზრდის მიზნით სამუშაო ჯგუფის  შექმნის შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2  მუხლის ,,ლ“ და ,,ჰ4“ ქვეპუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის   11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტთან ინტეგრირების სრულფასოვნების უზრუნველსაყოფად და ხარისხის გაზრდის მიზნით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა) ვლადიმერ პაპავა, რექტორი, პროფესორი, აკადემიკოსი, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი;
ბ)   დავით ჩომახიძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
გ)  თამარ ვეფხვაძე - უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
დ) თეიმურაზ ბერიძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ე)   ირაკლი მურცხვალაძე - რექტორის მრჩეველი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ვ) ერიკ ლივნი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის დირექტორი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ზ) როი საუსვორსი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, სამუშაო ჯგუფის წევრი;
თ) სოფიო გუჯაბიძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის სტუდენტთა დეკანი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ი) ნინო ნანიტაშვილი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
კ)  ნათელა ლაცაბიძე - პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ლ) ირაკლი საღარეიშვილი - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
მ) არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპატრამენტის უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი.

2. დაევალოს სამუშაო ჯგუფს და მის წევრებს:
ა) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით უზრუნველყონ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტთან ინტეგრირების სრულფასოვნების უზრუნველსაყოფად და ხარისხის გაზრდის მიზნით შეისწავლონ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ფინანსური აღრიცხვისა და წარმოების, პერსონალის დასაქმებისა და შრომითსამართლებრივი ურთიერთობის (მათ შორის შრომის ანაზღაურების), საგანმანათლებლო პროგრამების შექმნისა და განხორციელების პროცედურები უნივერსიტეტის და უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ანალოგიურ სფეროებთან სრული ინტეგრირებისა და საქმიანობის უნიფიცირების მიზნით;

ბ) ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დავალების შესრულების შემდგომ, უნივერსიტეტის მოქმედ სამართლებრივ აქტებში შესაბამისი ცვლილებების პროექტების მომზადება ან საჭიროების არსებობის შემთხვევაში ახალი სამართლებრივი აქტების პროექტების შექმნა და უნივერსიტეტის შესაბამისი მართვის ორგანოებისათვის დამტკიცების მიზნით წარდგენა;

გ) მოამზადოს წინადადებები ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ბაზაზე უცხოენოვანი საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამების შექმნისა და განხორციელების პირობების შესახებ.

3. სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ უნდა ზღუდავდეს შესაბამის დაინტერესებულ პირთა უფლებებსა და არ უნდა აუარესებდნენ მათთან უნივერსიტეტის მიერ დადებული მოქმედი ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ პირობებს.
4. სამუშაო ჯგუფის მიერ გათვალისწინებული საქმიანობა დასრულებული იქნას არაუგვიანეს 2015 წლის 15 ივნისისა.
5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე უზრუნველყოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ბატონმა დავით ჩომახიძემ.
6. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
7. ბრძანების დაწესებულების ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
8. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი, პროფესორი                                                         აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება