2009-12-29
ბრძანება №:255/02-01

უნივერსიტეტის პირველ და მეორე კორპუსებში კაპიტალური რემონტის მიმდინარეობისას, როგორც უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელების, ასევე რემონტის ჩამტარებელი კომპანიის თანამშრომელთა მიერ ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით თსუ-ს ყველა კორპუსში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის” წესდების 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე

უნივერსიტეტის პირველ და მეორე კორპუსებში კაპიტალური რემონტის მიმდინარეობისას, როგორც უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელების, ასევე რემონტის ჩამტარებელი კომპანიის თანამშრომელთა მიერ ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით თსუ-ს ყველა კორპუსში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით
“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის” წესდების 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე

                         ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. დაევალოთ: უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტმენტს (დ.ჩერქეზიშვილი) კაპიტალური რემონტის მიმდინარეობისას უზრუნველყოს ყველა უბანზე ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმული წესების დაცვა და კავშირგაბმულობის გამართულ რეჟიმში მუშაობა; დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად პერიოდულად მოახდინონ სარემონტო უბნებზე შემოვლები და აღკვეთონ არსებული ნაკლოვანებები, საჭიროების შემთხვევისას დროებითი ელ. Gგაყვანილობის მონტაჟისას დააწესონ მკაცრი მეთვალყურეობა მათ გამართულობაზე, ზამთრის თბობის პერიოდში არ დაუშვან კუსტარული ელ. Gგამახურებელი ხელსაწყოების გამოყენება, მატერიალური რესურსების სამსახურმა კორპუსების ადმინისტრატორების მეშვეობით გააკონტროლოს, რათა არ იქნას დაშვებული იატაკის ადვილად აალებადი სითხით მოწმენდა, აიკრძალოს თამბაქოს მოწევა, საწყობების, ლაბორატორიების, გასასვლელების და ტერიტორიის ინვენტარ-მოწყობილობებით ჩახერგვა.
2. ეთხოვოს სამშენებლო-სარემონტო კომპანიის ხელმძღვანელობას: მკაცრად დაიცვან მათდამი დაქვემდებარებულმა ყველა თანამშრომელმა სახანძრო უსაფრთხოების წესები საშემდუღებლო სამუშაოების წარმოებისას და ლ. გაყვანილობის (აპარატურის) ექსპლოატაციისას, ასევე დროულად უზრუნველყონ ტერიტორიიდან წვადი ნარჩენების გატანა;
3. დაევალოს უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტისა და ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებს, მკაცრად დაიცვან სახანძრო უსაფრთხოების წესები;
4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მატერიალური რესურსების დეპარტმენტს (დ.ჩერქეზიშვილი) და დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურს (თ.წიკლაური)
5. ბრძანება განთავსდეს უნივერსიტეტის ვებ. გვედზე და გამოიკრას თვალსაჩინო ადგილზე;
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე;

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი:       
                        რ. ხარბედია

« უკან დაბრუნება