2009-07-16
ბრძანება №:74 / 01-01

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის # 91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის # 13 სხდომის გადაწყვეტილების, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2009 წლის 15 ივლისის  # 134/02-01 ბრძანების  საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სრულ და ასოცირებულ პროფესორთა ვაკანტური  თანამდებობების დასაკავებლად;
  2. სრული და ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 3 წლის ვადით  შეიძლება არჩეულ             იქნას  დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
  3. კონკურსი გამოცხადდეს 2009 წლის 16 ივლისს, დოკუმენტაციის წარმოდგენის  ვადა განისაზღვროს 2009 წლის 17 აგვისტოდან 2009 წლის  17 სექტემბრის ჩათვლით;  
  4. კონკურსი გამოცხადდეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სრული და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებებით (დანართი 1);
  5. სრული პროფესორის თანამდებობაზე ხელფასი განისაზღვრება თვეში  არანაკლებ 900 (ცხრაასი) ლარით, ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ხელფასი განისაზღვრება თვეში არანაკლებ 720 (შვიდასოცი) ლარით;
  6. სრული და ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
    ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
    ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
    გ) ავტობიოგრაფია (CV);
    დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
    ე) სალექციო კურსების ჩამონათვალი-სილაბუსებით;
    ვ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
    ზ) ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს;
    თ) სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დსაკავებლად არა   ნაკლებ 6 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
    ი) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დსაკავებლად არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  7. კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:
    ა) ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში საგრანტო პროექტების ხელმძღვანელობის ან პროექტებში მინაწილეობის შესახებ;
    ბ) ინფორმაცია მისი ხელმძღვანელობით შედგენილი და განხორციელებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შესახებ;
  8. კონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე (მაღლივი კორპუსი) მე-6 სართული, ოთახი #610. 2009  წლის 17 აგვისტოდან 2009 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით, თბილისი უნივერსიტეტის ქ. #2;
  9. ბრძანება გამოქვეყნდეს  გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში" და განთავსდეს  თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
  10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე;

  საფუძველი: საფუძველი: ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წერილი #14209/02 16.07.2009

 

 

   რექტორი, პროფესორი 
                                       გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება