2012-01-30
ბრძანება №:07/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2011-2012 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 25 ივლისის №77/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2011-2012 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 25 ივლისის №77/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 ნოემბრის №412 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“,„ს“, „ტ“ ქვეპუნქტების და მე-3 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    შეტანილ იქნეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2011-2012 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 25 ივლისის №77/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებში და  ისინი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

ა)   „გ) გაზაფხულის სემესტრი:
გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 24 თებერვალი – 10 მარტი;
გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია – 5 მარტი – 12 მარტი;
გ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 12 მარტი -  23 ივნისი;
გ.დ) საგამოცდო პერიოდი - 25 ივნისი - 16 ივლისი (ძირითადი გამოცდები), 23 -  28 ივლისი (დამატებითი გამოცდები)“.

ბ)  „ე) გაზაფხულის სემესტრი:
ე.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 24 თებერვალი – 10 მარტი;
ე. ბ) აკადემიური რეგისტრაცია – 5 მარტი – 12 მარტი;
ე.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები _ 12 მარტი -  23 ივნისი;
ე.დ) საგამოცდო პერიოდი – 25 ივნისი - 16 ივლისი (ძირითადი გამოცდები), 23 - 28 ივლისი (დამატებითი გამოცდები)“.

2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის  საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
3.    დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.    ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.









რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, 
პროფესორი   
                                                                                                                     ლევან ალექსიძე

« უკან დაბრუნება