2017-11-06
ბრძანება №:237/01-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მესამე საერთაშორისო კონფერენციის - „მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში“ ორგანიზებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
მესამე საერთაშორისო კონფერენციის - „მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში“ ორგანიზებისათვის გასატარებელი ღონისძიებების  შესახებ

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ,,ჰ4“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელბის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე,

 ვბრძანებ:

1.    2018 წლის 15-17 თებერვალს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მესამე საერთაშორისო კონფერენციის - „მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში“  ჩატარების მიზნით, შეიქმნას საორგანიზაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)  გიორგი შარვაშიძე - თსუ რექტორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)  მიხეილ ჩხენკელი - თსუ რექტორის მოადგილე, კომისიის წევრი;
გ)  ნუნუ ოვსიანიკოვა  - თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;
დ) ნანა გაფრინდაშვილი - თსუ პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანი, კომისიის წევრი;
ე)  თამარ გაგოშიძე - თსუ პროფესორი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, კომისიის წევრი;
ვ)  გიული შაბაშვილი - თსუ ასოცირებული პროფესორი, სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი
ზ)  კახა გაბუნია - თსუ ასოცირებული პროფესორი, სამეცნიერო პროექტის კოორდინატორი
თ)  დარეჯან თვალთვაძე - თსუ პროფესორი, კომისიის წევრი;
ი)  ქეთევან ჭკუასელი - თსუ პროფესორი, კომისიის წევრი;
კ)  ქეთევან გოჩიტაშვილი - თსუ ენების ცენტრის მასწავლებელი, ფილოლოგიის  დოქტორი,  კომისიის წევრი;
ლ) ნინო შარაშენიძე - თსუ ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
მ)   მანანა რუსიეშვილი - თსუ  პროფესორი, კომისიის წევრი;
ნ)  რუსუდან დოლიძე- თსუ  ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ო) ეთერ ღვინერია - თსუ  ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
პ)  იზაბელა პეტრიაშვილი - თსუ ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ჟ) გიორგი ღვედაშვილი - თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;
რ)  ნანა მამაგულიშვილი - თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;
ს)   ირაკლი საღარეიშვილი - თსუ საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;
ტ)  ნატო ჩუბინიძე - თსუ საის  უფროსი, კომისიის წევრი;
უ)  არჩილ კუკულავა - თსუ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;
ფ) თეა გერგედავა - თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი; კომისიის წევრი;
ქ)   გიორგი ტალახაძე - თსუ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;
ღ)  თამარ ებრალიძე - თსუ გამომცემლობის დირექტორი, კომისიის წევრი;
ყ)   ნინო კვირიკაშვილი - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი,  კომისიის წევრი;
შ)  თეა თათეშვილი - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, კომისიის წევრი;

2.    დამტკიცდეს კონფერენციის ხარჯთაღრიცხვა და კონფერენციის ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს საკონფერენციო გრანტით (საგრანტო ხელშეკრულება № MG_CG_22) გამოყოფილი 27,371 ლარის (დანართი N1) და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ საკონფერენციო ხარჯებისათვის გამოყოფილი 1000 ლარის (დანართი N2) გამოყენებით.
3.    დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად დაგეგმილი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა.
4.    დაევალოს საის კონფერენციის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა, კონფერენციის ვებ-გვერდისთვის დომენისა (www.seltame.tsu.ge) და  ელექტრონული ფოსტის (seltame@tsu.ge) შექმნა.
5.    დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
6.    დაევალოს თსუ გამომცემლობას საკონფერენციო სტატიების დაბეჭდვის უზრუნველყოფა.
7.    დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს კონფერენციის სათანადოდ გაშუქება და პლენარული მოხსენებების ვიდეოჩანაწერის მომზადება.
8.    დაევალოს უნივერსიტეტის საის ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებ–გვერდზე განთავსება.
9.    დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
10.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



  რექტორი     გიორგი შარვაშიძე

« უკან დაბრუნება