2018-05-24
ბრძანება №:446/02-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი სწავლების სტუდენტებისა და მაგისტრანტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი სწავლების სტუდენტებისა და მაგისტრანტებისათვის  2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’,,ო’’და ,,პ’’ ქვეპუნქტების, სსიპ –ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 7 თებერვლის №28/01-01 და 2018 წლის 13 აპრილის №75/01-01 ბრძანებების, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის დ. კანდელაკის 22.05.2018წ. №10324/10 დასკვნის, მედიცინის  ფაკულტეტის დეკანის დ.კორძაიას  21.05.2018წ. №10253/32 წარდგინების საფუძველზე,
 
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. მაღალი აკადემიური შედეგების საფუძველზე, უნივერსიტეტის მიერ, 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, დაფინანსდნენ 22675.75 ლარით, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი სწავლების სტუდენტები და   მაგისტრანტები დანართი №1-ის მიხედვით; 
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები ერთსაფეხურიანი სწავლების სტუდენტებისა და  მაგისტრანტების მონაცემთა ბაზაში.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული  სტრუქტურული ერთეულებისათვის.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                                                   ნ.ოვსიანიკოვა
                  

« უკან დაბრუნება