2018-06-28
ბრძანება №:153/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტის 2018 წლის 29 მარტის №7735/10-02 კორესპონდენციაში დასმული საკითხის შესწავლის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტის  2018 წლის  29 მარტის  №7735/10-02  კორესპონდენციაში დასმული საკითხის შესწავლის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-9 და მე-12 პუნქტების, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტის 2018 წლის  29 მარტის №7735/10-02  კორესპონდენციის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტის 2018 წლის   29 მარტის  №7735/10-02  კორესპონდენციაში დასმული საკითხის შესწავლის მიზნით შეიქმნას კომისია შემდეგი  შემადგენლობით:

ა) ირმა გრძელიძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - კომისიის თავმჯდომარე;
ბ) დალი კანდელაკი  - სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი - კომისიის  წევრი;
გ) ვასილ ბარამიძე  - იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე  - კომისიის წევრი;
დ) გიორგი მახარობლიშვილი – იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი- კომისიის წევრი;
ე) დარეჯან გარდავაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი -კომისიის მდივანი;
ვ) ია ნაცვლიშვილი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი - კომისიის წევრი.
2. დაევალოს კომისიას 2018 წლის 30 ივნისამდე შეისწავლოს საკითხი და შედეგები წერილობითი სახით წარუდგინოს წარუდგინოს რექტორს.  
3. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი        გიორგი  შარვაშიძე

« უკან დაბრუნება