2018-05-01
ბრძანება №:18/04

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მიერ შრომის დისციპლინის დაცვისა და ეთიკის ნორმების დამდგენი აქტების მოთხოვნათა დარღვევის შესწავლისა და სათანადო ღონისძიებათა გატარებისათვის კომისიების შექმნის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 16 ივნისის №09/04 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მიერ შრომის დისციპლინის დაცვისა და ეთიკის ნორმების დამდგენი აქტების მოთხოვნათა დარღვევის შესწავლისა და სათანადო ღონისძიებათა გატარებისათვის კომისიების შექმნის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2014 წლის 16 ივნისის №09/04 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების   შეტანის შესახებ

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ და ..ჰ4“ ქვეპუნქტების, 22-ე  და 23-ე მუხლების  პირველი  პუნქტების, ,,საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის  ,,ა“  და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,   მე–15 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ,,ზ“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის მიერ დისციპლინისა და ეთიკის ნორმების დარღვევის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის  2018 წლის 01 მარტის N3991/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მიერ შრომის დისციპლინის დაცვისა და ეთიკის ნორმების დამდგენი აქტების მოთხოვნათა დარღვევის შესწავლისა და სათანადო ღონისძიებათა გატარებისათვის კომისიების შექმნის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 16 ივნისის №09/04 ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მიერ  შრომის დისციპლინის  დაცვისა და ეთიკის ნორმების დამდგენი აქტების მოთხოვნათა დარღვევის შესწავლისა და სათანადო ღონისძიებათა გატარებისათვის კომისიების შექმნის წესში:

ა)  პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ტექსტში შემდგომ - ,,უნივერსიტეტი“ ან ,,თსუ“) შრომის დისციპლინის დაცვისა და ეთიკის ნორმების დამდგენი აქტების მოთხოვნათა დარღვევის შესწავლისა და სათანადო ღონისძიებათა გატარების მიზნით ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების“  34-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით იქმნება კომისიები”.
ბ)  მეორე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,მუხლი 2. აკადემიური,   სამეცნიერო და მასწავლებელთა პერსონალის მიერ დისციპლინისა     და   ეთიკის   ნორმების   დარღვევის  შემსწავლელი  კომისია


აკადემიური, სამეცნიერო და მასწავლებელთა პერსონალის მიერ დისციპლინისა და ეთიკის ნორმების დარღვევისას იქმნება აკადემიური, სამეცნიერო და მასწავლებელთა პერსონალის მიერ დისციპლინისა და ეთიკის ნორმების  დარღვევის  შემსწავლელი  მუდმივმოქმედი  კომისია   ( შემდგომში - ,,ასმ      კომისია“), შემდეგი შემადგენლობით:
ა) დამანა მელიქიშვილი - უნივერსიტეტის ემერიტუსი - კომისიის თავმჯდომარე;
ბ) გიორგი ბარამიძე - მეცნიერებათა დოქტორი - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ნოდარ  ცინცაძე  -  ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა  ფაკულტეტის პროფესორი - კომისიის წევრი;
დ) ირმა ხარშილაძე - იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი - კომისიის წევრი;
ე) თინათინ მარგალიტაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ლექსიკოგრაფიული ცენტრის უფროსი;
ვ)   ეკა   ლეკაშვილი   - ეკონომიკისა     და    ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - კომისიის წევრი, კომისიის მდივანი;
ზ) გია ლობჟანიძე - მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი - კომისიის წევრი;
თ) ზვიად აბაშიძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი - კომისიის წევრი;
ი) ია აფთარაშვილი  - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის   ასისტენტ-პროფესორი - კომისიის წევრი“.
2. წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან გაუქმდეს რექტორის 2014 წლის 3 ივლისის N101/01-01 ბრძანება.
3.  დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,   მე-12 კილომეტრი N6.
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი                                                                                                                           გიორგი შარვაშიძე

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                                               ნუნუ ოვსიანიკოვა


« უკან დაბრუნება