2007-04-08
ბრძანება №:0

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი ხუბუას ბრძანება „სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 04.09.2006 წლის #01-01/211 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანისა და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 28.09.2006 წლის #01-01/237 და 29.11.2006 წლის #01-01/289 ბრძანებების ძალადაკარულად ცნობის შესახებ (ბრძანება N31/01–01)

ბრძანება № 31/01–01
18.04.07

„სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 04.09.2006 წლის #01-01/211 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანისა და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 28.09.2006 წლის #01-01/237 და 29.11.2006 წლის #01-01/289 ბრძანებების ძალადაკარულად ცნობის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე და „ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე, 63-ე და მე–100 მუხლებიდან გამომდინარე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შევიდეს ცვლილება და დამატება „სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 04.09.2006 წლის #01-01/211 ბრძანებაში და სატენდერო კომისიის შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) გალდავა გულნაზი- ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ მინდელი შოთა- ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ლაცაბიძე ნათელა- პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
დ) ბენიძე ლელა –იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
ე) გიორგიძე ბადრი-საფინანსო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
ვ) ხარბედია რომანი- საფინანსო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი;
ზ) მოდებაძე ზურაბი- საინფორმაციო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
თ) ბერეკაშვილი დავითი - მონიტრორინგის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
ი) კრავეიშვილი თამაზი-მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
კ) ჯიშკარიანი თემური-მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალების შემსრულებელი;
ლ) ხმალაძე ბადრი- საფინანსო სამსახურის შესყიდვების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
მ) ცარციძე მურმანი-კონსულტანტი;
ნ) სანაძე სერგო- საფინანსო სამსახურის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი;

2. სატენდერო კომისიის ტექნიკური და ორგანიზაციული საქმიანობის უზრუნველსაყოფად შექმნილი სატენდერო კომისიის აპარატი განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:

ა) მერკვილიშვილი ინგა- საფინანსო სამსახურის შესყიდვების განყოფილების უფროსი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი;
ბ) კოპალეიშვილი ლელა- საფინანსო სამსახურის შესყიდვების განყოფილების უფროსი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი;

3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 28.09.2006 წლის #01-01/237 და 29.11.2006 წლის #01-01/289 ბრძანებები;
4. დაევალოს თსუ კანცელარიის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს (ნ. ოვსიანიკოვა) უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებისათვის. ბრძანება საჯარო გაცნობისათვის გამოქვეყნდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტში“, უნივერსიტეტის ვებ გვერდზე და მოხდეს მისი ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
5. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.

 

რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა

« უკან დაბრუნება