2011-05-05
ბრძანება №:71/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის PHP პროგრამისტის შესარჩევად კონკურსის ხელმეორედ გამოცხადების შესახებ

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის PHP პროგრამისტის შესარჩევად კონკურსის ხელმეორედ გამოცხადების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 24-ე მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის 2011 წლის 4 მაისის №11113/02 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    გამოცხადდეს კონკურსი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) PHP პროგრამისტის შესარჩევად.

2.    კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
2.1.    შესაბამისი უმაღლესი განათლება;
2.2.    მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება პროგრამირებაში;
2.3.    რელაციური მონაცემთა ბაზების, მათი არქიტექტურისა და შექმნის სიღრმისეული ცოდნა;
2.4.    ობიექტზე ორიენტირებული პროგრამული კონცეფციების შემუშავების სიღრმისეული ცოდნა;
2.5.    PHP  და VBA ენებზე პროგრამირების და Joomla–ს სიღრმისეული ცოდნა;
2.6.    მუშაობის გამოცდილება Generic access control lists concepts-სა და Drupal–თან;
2.7.    ვებ-ბაზირებული სერვისების (WCF) ცოდნა, მათი განვითარებისა და შექმნის უნარი;
2.8.    UNIX/Linux, Zend, and LAMP ინსტრუმენტების ცოდნა;
2.9.    ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
2.10.    ანალიტიკური აზროვნება და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
2.11.    შედეგზე ორიენტირებულობა;
2.12.    დასახული ამოცანების დროულად, ოპერატიულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
2.13.    ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.

3.    კონკურსში მონაწილეობის მსურველ კანდიდატებს მოეთხოვებათ ქართულენოვანი რეზიუმეს (დოკუმენტის pdf  ვერსია) გადმოგზავნა ელექტრონულ მისამართზე: recruitment@tsu.ge, სათაურის ველში „PHP პროგრამისტი“-ს მითითებით.
საბუთების ელექტრონული ვერსიის მიღება იწარმოებს 2011 წლის 31 მაისის 18:00 საათამდე.

4.    საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატს დაევალება:
4.1.    ელექტრონული პროგრამა TSU Online-ის ტესტირებასა და დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
4.2.    ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება განსაზღვრული ტექნიკური დოკუმენტაციის ნიმუშების გამოყენებით;
4.3.    დეფექტების აღმოჩენა, ანალიზი და დოკუმენტირება;
4.4.    იდენტიფიცირებული დეფექტების კორექტირება პროგრამის კოდში ცვლილებების შეტანის გზით;
4.5.    ელექტრონული პროგრამების განვითარების ტექნოლოგიების ექსპერტიზის წარმოება;
4.6.    რეკომენდაციების შემუშავება პროგრამის განვითარების მეთოდოლოგიებსა და ტექნოლოგიურ ინოვაციებზე; აღნიშნულ მოვალეობებთან დაკავშირებული სხვა ვალდებულებების შესრულება.

5.    კონკურსში მონაწილეობის მსურველი კანდიდატების შერჩევა განხორციელდეს ორ ეტაპად: რეზიუმეს განხილვით და ზეპირი გასაუბრებით.

6.    PHP პროგრამისტის შერჩევის მიზნით საკონკურსო კომისიის შემადგენლობა და შეფასების კრიტერიუმები განისაზღვროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცალკეული ადმინისტრაციული აქტით.

7.    პირველი ეტაპის შედეგად შერჩეული კანდიდატები გაივლიან ზეპირ გასაუბრებას და გასაუბრების შედეგები ეცობებათ პირადად (ელექტრონული ფოსტით).

8.    კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატის შრომითი ურთიერთობა განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით და შრომის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 1550 ლარის ოდენობით.

9.    დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება გამარჯვებულ კანდიდატთან.

10.    ინფორმაცია სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის PHP პროგრამისტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს www.jobs.ge -ზე. 

11.    დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა.

12.    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს ბრძანების თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.

13.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                     დავით  ჩომახიძე
« უკან დაბრუნება