2014-09-18
ბრძანება №:125/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 28 აპრილის №58/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი 204864548) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის #187 დადგენილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიეს 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტის 2014 წლის 10 სექტემბრის #29103/02 წერილის, საქართველოს გეოგრაფიის და ლანდშაფტური დაგეგმარების კათედრის გამგის ნ. ელიზბარაშვილის 2014 წლის 01 სექტემბრის №26421/02 და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რ. ბოჭორიშვილის 2014 წლის 12 სექტემბრის #30170/02 კორესპონდენციების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 28 აპრილის #58/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დანართი #1-ის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) გიორგი მელაძე – ასოცირებული პროფესორი (რეგიონალური გეოგრაფიის ქვემიმართულება, ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის ძირითადი პერსონალი - ხელშეკრულება -  #FR/142/9-280/13).
2. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - იავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 28 აპრილის #58/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დანართი #1-ის 29-ე მუხლის  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. თორნიკე ცინაძე – დელეგატი”.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება   დაევალოს  ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                 დავით ჩომახიძე

« უკან დაბრუნება