2012-07-13
ბრძანება №:104/02-01

ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტიპოგრაფიის/სტამბის ლიკვიდაციასთან დაკავშიებით მის ბალანსზე რიცხული აქტივების აღწერისა და მასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტიპოგრაფიის/სტამბის ლიკვიდაციასთან დაკავშიებით მის ბალანსზე რიცხული აქტივების აღწერისა და მასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 ნოემბრის №412 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,ნ” ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონსულტანტის რომან ხარბედიას 2012 წლის 06 ივლისის №16306/02 წერილის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1. ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტიპოგრაფიის/სტამბის ლიკვიდაციის პროცედურების დამთავრებასთან დაკავშირებით, სალიკვიდაციო ბალანსში დაფიქსირებული აქტივების რეალობის დადგენისა და ჩატარებული ინვენტარიზაციის მასალების გადამოწმების მიზნით, ჩატარდეს ქონების (ძირითადი და მცირეფასიანი აქტივების) სრული აღწერა ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტიპოგრაფია/სტამბაში;

2. სტამბის სალიკვიდაციო ბალანსში დაფიქსირებული აქტივების რეალობის შემოწმებისათვის, მათი სრული აღწერის და ჩატარებული ინვენტარიზაციის მასალების გადამოწმების მიზნით, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

ა) რომან ხარბედია – ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონსულტანტი, ჯგუფის ხელმძღვანელი;
ბ) თენგიზ სირაძე _ თსუ-ის პოლიგრაფიული მომსახურების კოორდინატორი, ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე;
გ) რევაზ გულარაშვილი _ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი;
დ) გელა ხაბეიშვილი _ საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
ე) ნინო ქერაშვილი _ საფინანსო დეპარტამენტის საგეგმო-საფინანსო განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
ვ) გურამ ხოსიშვილი _ გამომცემლობის სპეციალისტი;
ზ) ზურაბ მატიაშვილი _ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო  განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
თ) ოლეგ ვადაჭკორია _ მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო –კვლევითი ინსტიტუტის ადმინისტრატორი;
ი) ირაკლი ალავერდაშვილი _ დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
კ) მანუჩარ მოდებაძე _ მატერიალური რესურსების მართვის  დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
ლ) ერეკლე კუპატაძე _ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების უფროსი სპეციალისტი.

3. აღწერის ვადა განისაზღვროს 2012 წლის 16 ივლისიდან 2012 წლის 16 აგვისტომდე;

4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაინტერესებული პირებისა და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის;

5. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;

6. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება;

7. წინამდებარე ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.






ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:                                 დ. ჩომახიძე
« უკან დაბრუნება