2013-08-06
ბრძანება №:88/02-01

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორატორიის გამგის (იმუნოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ლაბორატორია), ლაბორანტის (ზოგადი ფიზიკის ლაბორატორია), ინჟინრის (ატომური ფიზიკის ლაბორატორია) თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის  28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი” და ,,ნ” ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, "ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორისა  და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2013 წლის პირველი ივლისის  №12/04 ერთობლივი ბრძანების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რამაზ ბოჭორიშვილის 2013 წლის 18 ივლისის №20222/02 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    გამოცხადდეს კონკურსი ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორატორიის გამგის (იმუნოლოგიისა და მიკრობიოლოგიი ლაბორატორია), ლაბორანტის (ზოგადი ფიზიკის ლაბორატორია), ინჟინრის (ატომური ფიზიკის ლაბორატორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად;
2.    კონკურსი გამოცხადდეს 2013 წლის 8 აგვისტოს, დოკუმენტაციის წარმოდგენის  ვადა განისაზღვროს 2013 წლის 9 სექტემბრიდან 2013 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით;
3.    კონკურსი ჩატარდეს საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ      1 თვის ვადაში.
4.    კონკურსი ცხადდება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორატორიის გამგის (იმუნოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ლაბორატორია)  - 1 საშტატო ერთეულზე, ლაბორანტის (ზოგადი ფიზიკის ლაბორატორია) - 1 საშტატო ერთეულზე, ინჟინრის (ატომური ფიზიკის ლაბორატორია) - 1 საშტატო ერთეულზე.
5.    ლაბორატორიის გამგის თანამდებობაზე ხელფასი განისაზღვრება თვეში 730 (შვიდას ოცდაათი) ლარით, ლაბორანტის თანამდებობაზე  385 (სამას ოთხმოცდახუთი) ლარით, ინჟინრის თანამდებობაზე  385 (სამას ოთხმოცდახუთი) ლარით.
6.    ლაბორატორიის გამგის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა)    განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ)    პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
დ) უმაღლესი განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
ე) სამოქმედო გეგმა საკონკურსო თანამდებობის ფარგლებში;
ვ) სამუშაო გამოცდილება პროფილის შესაბამისად.

7.    ლაბორანტის/ინჟინრის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ)    პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
დ)    უმაღლესი განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
ე)    სამოტივაციო წერილი;
ვ)    სამუშაო გამოცდილება პროფილის შესაბამისად.

8.    ვაკანტურ თანამდებობაზე შერჩეულ პირს ეზღუდება სხვა ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება;
9.    დამტკიცდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  ლაბორანტის (ზოგადი ფიზიკის ლაბორატორია), ინჟინრის (ატომური ფიზიკის ლაბორატორია) თანამდებობაზე შესარჩევი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ალექსანდრე შენგელაია – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი – კომისიის თავმჯდომარე;
ბ) იური პაპავა – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა    ფაკულტეტის ლაბორატორიის გამგე - მდივანი;
გ) რამაზ ლომსაძე -  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა    ფაკულტეტის ლაბორატორიის გამგე;
დ) ნუგზარ გუბაძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა    ფაკულტეტის ლაბორატორიის გამგე;
ე) დიმიტრი დარასელია - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა    ფაკულტეტის ლაბორატორიის გამგე;

10.    დამტკიცდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიის გამგის (იმუნოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ლაბორატორია) თანამდებობაზე შესარჩევი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)    დიანა ძიძიგური - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა    ფაკულტეტის სრული პროფესორი – კომისიის თავმჯდომარე;
ბ)    თეიმურაზ ლეჟავა - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  ფაკულტეტის სრული პროფესორი;
გ) არნოლდ გეგეჭკორი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო    მეცნიერებათა   ფაკულტეტის სრული პროფესორი;
დ)    ნანული დორეული - ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი;
ე)    ნანა კოშორიძე -  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  ფაკულტეტის სრული პროფესორი;
ვ) ნანული კოტრიკაძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი;
ზ)    ნინო გაჩეჩილაძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - მდივანი;
11.    დამტკიცდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორატორიის გამგის (იმუნოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ლაბორატორია), ლაბორანტის (ზოგადი ფიზიკის ლაბორატორია), ინჟინრის (ატომური ფიზიკის ლაბორატორია) თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი კომისიის მუშაობის წესი     (დანართი №1);
12.    საბუთების მიღება იწარმოებს 2013 წლის 9 სექტემბრიდან 2013 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით 1000-დან 1700 საათამდე, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიაში.  მისამართი:  თბილისი,  ი. ჭავჭავაძის გამზ. N3, თსუ II კორპუსი;
13.    ბრძანება გამოქვეყნდეს  გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში"        და განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
14.    დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაინტერესებული პირისა და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა.
15.    ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.






ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                       დ. ჩომახიძე















« უკან დაბრუნება