2019-07-09
ბრძანება №:174/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო საკოორდინაციო ჯგუფის შექმნის შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო საკოორდინაციო ჯგუფის შექმნის შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ო” და ,,პ” ქვეპუნქტებისა და   მე-9 პუნქტის საფუძველზე, ამასთან უნივერსიტეტში ეფექტიანი საინფორმაციო სისტემის განვითარების, საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობაში საბიბლიოთეკო ფონდების ჩართულობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობისა და კოორდინირებული მუშაობის მიზნით,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.სსიპ   - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (შემდგომში - ,,უნივერსიტეტი“) შეიქმნას  უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო საკოორდინაციო ჯგუფი (შემდგომში-,,საკოორდინაციო ჯგუფი“) შემდეგი შემადგენლობით:


ა) გიორგი    შარვაშიძე    - უნივერსიტეტის    რექტორი,    საკოორდინაციო    ჯგუფის ხელმძღვანელი;
ბ) ნუნუ     ოვსიანიკოვა     -   უნივერსიტეტის   ადმინისტრაციის  ხელმძღვანელი, საკოორდინაციო ჯგუფის წევრი;
გ) ნინო  ოკრიბელაშვილი  -  უნივერსიტეტის  რექტორის  მოადგილე,  საკოორდინაციო ჯგუფის წევრი;
დ) ზურაბ    გაიპარაშვილი -უნივერსიტეტის    ბიბლიოთეკის    ხელმძღვანელი, საკოორდინაციო ჯგუფის წევრი;
ე) ირაკლი ღარიბაშვილი - უნივერსიტეტის ეროვნული სამეცნიერო   ბიბლიოთეკის დირექტორი, საკოორდინაციო ჯგუფის წევრი;
ვ) გიორგი ღვედაშვილი - უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, საკოორდინაციო ჯგუფის წევრი;
ზ) ნატო ჩუბინიძე - უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, საკოორდინაციო ჯგუფის წევრი.


2. დამტკიცდეს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო საკოორდინაციო ჯგუფის საქმიანობის წესი“ (დანართი N1).
3.დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა   დაინტერესებული პირებისათვის და შესაბამისი  სტრუქტურული ერთეულებისთვის.
4.დაევალოს  კანცელარიას ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
5.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.





რექტორი         გიორგი შარვაშიძე 

« უკან დაბრუნება