2012-12-07
ბრძანება №:162/01-01

"ყოფილი სსიპ - ,,თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი” სტუდენტებისათვის აკადემიური ხარისხის მინიჭების საკითხის განხილვასთან დაკავშირებით კომისიის შექმნის შესახებ" რექტორის 2011 წლის 31 ოქტომბრის №115/01-01 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

"ყოფილი სსიპ - ,,თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი” სტუდენტებისათვის აკადემიური ხარისხის მინიჭების საკითხის განხილვასთან დაკავშირებით კომისიის შექმნის შესახებ" რექტორის  2011 წლის 31 ოქტომბრის №115/01-01 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 ნოემბრის №412 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის "ა", "ბ" "ს" და "ტ" ქვეპუნქტების, მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. "ყოფილი სსიპ - ,,თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი” სტუდენტებისათვის აკადემიური ხარისხის მინიჭების საკითხის განხილვასთან დაკავშირებით კომისიის შექმნის შესახებ" რექტორის 2011 წლის 31 ოქტომბრის №115/01-01 ბრძანების პირველი პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1.5 ქვეპუნქტი:
,,1.5 ზვიად მურადაშვილი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი”
2. წინამდებარე ბრძანების დაინტერესებული პირისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მართვის დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
                                                          პროფესორი                                    ლევან ალექსიძე


« უკან დაბრუნება