2011-06-03
ბრძანება №:98/02-01

,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის ,,ფინანსური პროგრამირება და პოლიტიკა” ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების დადგენის თაობაზე“ სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 06 აპრილის №62/02–01 ბრძანების სათაურში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ

,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის ,,ფინანსური პროგრამირება და პოლიტიკა” ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების დადგენის თაობაზე“  სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 06 აპრილის №62/02–01 ბრძანების სათაურში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 06 აპრილის №62/02–01 ბრძანების სათაურში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ სათაურში მითითებული პროგრამის ,,ფინანსური პროგრამირება და პოლიტიკა” ნაცვლად დაფიქსირებული უნდა ყოფილიყო  ,,კომპიუტერული პროგრამის SPPS for Windows გამოყენებით მონაცემების დამუშავების და სტატისტიკური ანალიზის გაღრმავებული კურსი”.

ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57–ე და 59-ე მუხლების, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და  24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 24-ე მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის ,,ფინანსური პროგრამირება და პოლიტიკა” ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების დადგენის თაობაზე“  სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 06 აპრილის №62/02–01 ბრძანების სათაურში გასწორდეს ტექნიკური შეცდომა და სათაური ჩამოყალიბდეს   შემდეგი   სახით:   ,,სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის    სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის ,,კომპიუტერული პროგრამის SPPS for Windows გამოყენებით მონაცემების დამუშავების და სტატისტიკური ანალიზის გაღრმავებული კურსის“ ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების დადგენის თაობაზე“.

2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;

3. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;

4. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.







ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                        დავით ჩომახიძე

« უკან დაბრუნება