2008-10-15
ბრძანება №:0

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ (ბრძანება №29/01-03)

ბრძანება № 29 / 01-03
       15.10.2008 წ
  

 

                

 

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად
კონკურსის გამოცხადების შესახებ

`უმაღლესი განათლების შესახებ~ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული `საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების~ 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის `ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ~ აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის #91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის #13 სხდომის გადაწყვეტილების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად;
2. კონკურსი ცხადდება 2008 წლის 13 ოქტომბერს, დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2008 წლის 13 ნოემბერი;
3. კონკურსი ცხადდება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად;

ეკონომიკის მიმართულება:
ეკონომიკური პოლიტიკის ქვემიმართულება _ 1 ასისტენტ-პროფესორი;

4. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი
ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის
(დოკუმენტების) ასლი ან დოქტორანტურაში სწავლის
დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) სამოტივაციო წერილი.

5. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს თსუ-ის კანცელარიაში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. #1
6. ბრძანება გამოქვეყნდეს თსუ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე
7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის
მოვალეობის შემსრულებლის წერილი #20197/02; 08.10.2008წ.


 

რექტორი, პროფესორი 
                                   გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება