2014-05-05
ბრძანება №:862/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამაზე (ინგლისურენოვანი) დოქტორანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანების მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის  16 მარტის №25/2011 დადგენილებით დამტკიცებული "დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის“ მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის,  "სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ"   თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანებისა და ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის 2014 წლის 29 აპრილის №13877/02 წარდგინების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    ჩაირიცხონ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამაზე (ინგლისურენოვანი)  დოქტორანტობის კანდიდატები:


ა) კეკელიძე ნინო
ბ) მაღლაკელიძე მერი
გ) მეგრელიშვილი ირაკლი  
დ) ტატიაშვილი ნონა
ე) ქოჩორაძე თამარ
ვ) ყურშუბაძე ნანა
ზ) წკრიალაშვილი ლევან  
თ) ჯანელიძე ნინო

2.    ჩაითვალონ ჩარიცხულად 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამაზე (ინგლისურენოვანი) დოქტორანტობის კანდიდატები, ერთი თვის ვადაში შესაბამისი დოკუმენტაციის (უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება) წარმოდგენის შემთხვევაში:

ა)  ალიევა გამარ
ბ)  დოლიძე თათია
გ)  მახაშვილი ლევან
დ)  ხუან ქრისტინა
ე)  ხუფენია შალვა
ვ)  ჩაბან ოლეკსიი
ზ)  ჰასანზადა რუფატ

3.    შეტანილ იქნეს ინფორმაცია 1 (ერთი) დღის ვადაში საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში;
4.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
5.    დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
6.    ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



რექტორი, პროფესორი                                 აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება