2017-06-05
ბრძანება №:565/02-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2017 წლის პირველი მარტიდან – 2017 წლის 31 ივლისის ჩათვლით) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2017 წლის პირველი მარტიდან – 2017 წლის 31 ივლისის ჩათვლით) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 27 აპრილის №375 და სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გ. შარვაშიძის 2017 წლის 04 მაისის №84/01-01 ბრძანებების, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის თეიმურაზ ბერიძის 2017 წლის 29 მაისის №7983/29 წარდგინების და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის დალი კანდელაკის 2017 წლის 31 მაისის №8233/10 დასკვნის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაენიშნოთ სტიპენდია, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2017 წლის პირველი მარტიდან – 2017 წლის 31 ივლისის ჩათვლით), სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში თითოეულს თვეში 150 ლარი დანართი №1 – ის მიხედვით;
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, გასცეს თვეში 22 200 ლარი, უნივერსიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით, ,,სახელმწიფო სტიპენდია სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში, სხვა ხარჯების მუხლში გათვალისწინებული სახაზინო თანხებიდან;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი         ნ. ოვსიანიკოვა
« უკან დაბრუნება