2009-08-11
ბრძანება №:89 / 01-01

2009-2010 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში თსუ მაგისტრატურა/დოქტორანტურაში მისაღები კონკურსის თარიღების დამტკიცების შესახებ

2009-2010 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში თსუ მაგისტრატურა/დოქტორანტურაში მისაღები კონკურსის თარიღების დამტკიცების შესახებ
 
 
აკადემიური საბჭოს 2009 წლის 2 თებერვლის 173-ე დადგენილებით დამტკიცებული "დოქტორანტურაში მიღების წესის" მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის, 7.3 პუნქტის; აკადემიური საბჭოს 2009 წლის 8 სექტემბრის 124ე დადგენილებით დამტკიცებული "მაგისტრატურაში მიღების წესის" მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის,    მე-8 მუხლის; "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის    2008 წლის 29 მაისის 490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლისა და მე-2 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2009-2010 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში თსუ მაგისტრატურაში მისაღები კონკურსის თარიღები:
    1.1 მაგისტრატურაში განცხადებების, შესაბამისი საბუთების მიღება განხორციელდეს 2009 წლის 1-15 სექტემბრის ჩათვლით  ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა ფაკულტეტის მიმღებ კომისიაში.
    1.2 საკონკუსრო გამოცდა სპეციალობაში დაინიშნოს 2009 წლის 18 სექტემბერს.
    1.3 გამოცდის შედეგები გამოცხადდეს 2009 წლის 19 სექტემბერს.
    1.4 სააპელაციო განცხადებების მიღება განხორციელდეს 2009 წლის 21 სექტემბერს.
    1.5 კონკურსანტთა შეხვედრა სააპელაციო კომისიასთან შედგეს 2009 წლის 22 სექტემბერს.
    1.6 საკონკურსო გამოცდა უცხო ენაში დაინიშნოს 2009 წლის 23 სექტემბერს.
    1.7 უცხო ენის გამოცდის შედეგები გამოცხადდეს 2009 წლის 23 სექტემბერს.
    1.8 სააპელაციო განცხადებების მიღება განხორციელდეს 2009 წლის 24 სექტემბერს.
    1.9 კონკურსანტთა შეხვედრა სააპელაციო კომისიასთან შედგეს 2009 წლის 25 სექტემბერს.


  2. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2009-2010 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში თსუ დოქტორანტურაში მისაღები კონკურსის თარიღები:
    2.1 დოქტორანტურაში განცხადებების, შესაბამისი საბუთების მიღება განხორციელდეს 2009 წლის 1-15 სექტემბრის ჩათვლით  ყოველდღე     შაბათ-კვირის გარდა ფაკულტეტის მიმღებ კომისიაში.
    2.2 საკონკურსო გამოცდა უცხო ენაში დაინიშნოს 2009 წლის 18 სექტემბერს.
    2.3 გამოცდის შედეგები გამოცხადდეს 2009 წლის 19 სექტემბერს.
    2.4 სააპელაციო განცხადებების მიღება განხორციელდეს 2009 წლის 21 სექტემბერს.
    2.5 კონკურსანტთა შეხვედრა სააპელაციო კომისიასთან შედგეს 2009 წლის 22 სექტემბერს.
    2.6 კომისიასთან გასაუბრება შედგეს 24 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩავლით.
    2.7 ფაკულტეტებმა საგამოცდო ცენტრში გასაუბრების შედეგები უნდა წარმოადგინონ 2009 წლის 1 ოქტომბერს.

  3. დაევალოს საერთო განყოფილებას (ნ. ოვსიანიკოვა), უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სტრუქტურული ერთეულებისათვის.
  4. ბრძანება განთავსდეს თსუ ვებ-გვერდზე და გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში".
  5. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
  6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

  

 

 

რექტორი, პროფესორი
                                                                                   გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება