2017-11-08
ბრძანება №:239/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი,  მეცნიერი თანამშრომელი  - შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9  პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილების დანართი №1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ნ. ფარცვანიას   2017 წლის პირველი ნოემბრის  №19696/10  წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2017 წლის 31 ოქტომბრის სხდომის ოქმი №7) საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტის  მთავარი მეცნიერი თანამშრომლების, უფროსი მეცნიერი თანამშრომლების, მეცნიერი თანამშრომლების   თანამდებობებზე შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით: 
ა) დავით ნატროშვილი – ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ბ) ვაჟა ტარიელაძე – ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოთვლითი მათემატიკის დეპარტამენტის პროფესორი, სტუ ნ. მუსხელიშვიის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის განყოფილების გამგე;
გ) დუგლას უგულავა _ ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტის პროფესორი, სტუ ნ. მუსხელიშვიის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის განყოფილების გამგე;
დ) ივანე წერეთელი _  ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ინფორმატიკის, მატემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;
ე) თემურ ჯანგველაძე – ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თსუ ი. ვეკუას სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  მათემატიკის დეპარტამენტის პროფესორი;
2.დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ დავით ნატროშვილი,  საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ თემურ ჯანგველაძე, საკონკურსო კომისიის  მდივანად დუგლას უგულავა;
3.დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.. 
4.დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2017 წლის 28 დეკემბრისა.
5.ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6.წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
7.ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.


რექტორი                                                  გიორგი  შარვაშიძე 



« უკან დაბრუნება