2010-02-05
ბრძანება №:16/02-01

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისათვის ფუნქციონალური (ბიზნეს) ინგლისური ენის მასწავლებელთა შესარჩევი კომისიის დამტკიცების შესახებ

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისათვის ფუნქციონალური (ბიზნეს) ინგლისური ენის მასწავლებელთა შესარჩევი კომისიის დამტკიცების შესახებ


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე, 24-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.    დამტკიცდეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისათვის ფუნქციონალური (ბიზნეს) ინგლისური ენის მასწავლებელთა შესარჩევი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

1)    ჯუდი ელიოტი - კომისიის თავმჯდომარე;
2)    სარა ვონდრა;
3)    ჯონ ზაისერი;
4)    მარგალიტა შაქარაშვილი - კომისიის მდივანი
                  
2.    ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
3.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილი
            №1833/02 01.02.2010წ.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი                                  რ. ხარბედია
                                                                 
« უკან დაბრუნება