2020-02-20
ბრძანება №:40/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო - კვლევით ერთეულში მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის -  მთავარი მეცნიერი თანამშრომლის    და მეცნიერი თანამშრომლის   თანამდებობებზე  გამოცხადებული კონკურსის  შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“,   და ,,პ’’ ქვეპუნქტებისა,   მე-9  პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის მე- 2 და მე-4 პუნქტების, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 25 დეკემბრის N23/04 ერთობლივი ბრძანებისა და მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მიხეილ ნიორაძის 2020 წლის 19 თებერვლის N3044/10 წერილის  (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2020 წლის 18 თებერვლის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის - მთავარი მეცნიერი თანამშრომლის   და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი)  და განისაზღვრონ არჩეულად: ექსპერიმენტული მეთოდების ლაბორატორია:
1.   მირიან ტაბიძე  - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული
2.   ნუგზარ მოსულიშვილი  -  მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება     მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალთან.
3. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს    (საფინანსო    დეპარტამენტი,    პერსონალის    მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.






 რექტორი     გიორგი შარვაშიძე

« უკან დაბრუნება