2017-03-01
ბრძანება №:47/02-01

,,ა(ა)იპ - ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ შესყიდვების განხორციელებისას სავარაუდო ფასების დადგენისა და მომარაგების სპეციალიზებული ჯგუფის შექმნის და ფუნქციების განსაზღვრის შესახებ“ – ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის პირველი ივნისის #88/02-01 ბრძანების გაუქმების შესახებ

,,ა(ა)იპ - ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ შესყიდვების განხორციელებისას სავარაუდო ფასების დადგენისა და მომარაგების სპეციალიზებული ჯგუფის შექმნის  და ფუნქციების განსაზღვრის შესახებ“ – ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის პირველი ივნისის #88/02-01 ბრძანების გაუქმების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტის, საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსის    სერგო სანაძის 2017 წლის 22 თებერვლის #1853/10 წერილის (დეპარტამენტის უფროსის თანხმობით) საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან გაუქმდეს თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის პირველი ივნისის #88/02-01 ბრძანება ,,ა(ა)იპ - ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ შესყიდვების განხორციელებისას სავარაუდო ფასების დადგენისა და მომარაგების სპეციალიზებული ჯგუფის შექმნის  და ფუნქციების განსაზღვრის შესახებ“.
2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას სავარაუდო ფასების დადგენისა და მომარაგების სპეციალიზებული ჯგუფის ხელმძღვანელთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების (#709/07; 06.06.2012წ) გაუქმება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას სავარაუდო ფასების დადგენისა და მომარაგების სპეციალიზებული ჯგუფის წევრებთან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანა.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს  უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

      
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი       ნ. ოვსიანიკოვა
   
     
« უკან დაბრუნება