2016-10-20
ბრძანება №:173/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 28 აპრილის №58/02-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების   დანიშვნის შესახებ და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 28 აპრილის    №58/02-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

      ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6, მე-7 ნაწილების, 62-ე მუხლის პირველი ნაწილის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის,  თსუ კანცელარიის უფროსის 2016 წლის 26 სექტემბრის №35323/02, თსუ  თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის 2016 წლის 28 სექტემბრის №5822/02, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურის 2016 წლის 03 ოქტომბრის №36486/02, თსუ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის 2016 წლის 10 ოქტომბრის №37355/02, თსუ სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიისა და ბიზნეს ინკუბატორის  2016 წლის 12 ოქტომბრის №37821/02 და თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2016 წლის 12 ოქტომბრის №37883/02 კორესპონდენციების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  დაინიშნონ მატერიალურად პასუხისმგებელ პირებად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამის  სტრუქტურულ ერთეულებში უნივერსიტეტის თანამშრომლები დანართში წარმოდგენილი სიის შესაბამისად (დანართი №1);
2. მატერიალურად პასუხისმგებელი პირების შეცვლის შემთხვევაში, ყოფილმა მატერიალურად პასუხისმგებელმა პირებმა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტთან შეთანხმებით დაუყოვნებლივ უზრუნველყონ მათ პასუხისმგებლობაში არსებული მატერიალური ფასეულობების გადაბარება ახლად დანიშნულ მატერიალურად პასუხისმგებელ პირებზე;
3. საგრანტო პროექტის ხელმძღვანელებმა, მატერიალურად პასუხისმგებელმა პირებმა და ფაკულტეტების რესურსების მართვის სამსახურის უფროსებმა, საგრანტო პროექტის ვადის დამთავრებისთანავე, უზრუნველყონ საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად,  მატერიალური  ფასეულობების  გადაცემა უნივერსიტეტისათვის. შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულმა თავისდროულად უზრუნველყოს გადმოცემული მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა და მიმაგრება მატერიალურად პასუხისმგებელ პირზე; 
4. წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად  პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ" ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის 2014 წლის  28 აპრილის №58/02-01 ბრძანება, ამ ბრძანებაში    შესული (გათვალისწინებული) ცვლილებებითა და დამატებებით.
5. კონტროლი  ბრძანების  შესრულებაზე  დაევალოს  მატერიალური  რესურსების 
მართვის დეპარტამენტს;                                                                                                                                                                                                                                                 
6. დაევალოს   კანცელარიას   წინამდებარე   ბრძანების   შესასრულებლად   გადაცემა დაინტერესებულ  პირთათვის,  დაგზავნის  ფურცელში  მითითებული  სტრუქტურული ერთეულებისათვის;
7. დაევალოს  საინფორმაციო  ტექნოლოგიების  მომსახურების  ცენტრს  წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება;
8.ბრძანებაძალაშიაგამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                             ნუნუ ოვსიანიკოვა



« უკან დაბრუნება