2015-06-29
ბრძანება №:97/01-01

„ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის დაწესების, მისი მინიჭების წესის და იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ქართველოლოგიის დარგში სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ რექტორის 2015 წლის 20 აპრილის №61/01-01 ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული დებულებით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარდგენის ვადებისგან განსხვავებული ვადების დადგენის თაობაზე

  „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ4“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის 2015 წლის 24 ივნისის №20461/02 კორესპონდენციის საფუძველზე,

 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. 2015 წელს ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის გაცემისა და იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ქართველოლოგიის დარგში სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების უზრუნველსაყოფად კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მიზნით დოკუმენტაციის უნივერსიტეტში წარმოდგენა განხორციელდეს უნივერსიტეტის კანცელარიაში მათი რეგისტრაციის გზით, 2015 წლის პირველი ივნისიდან  28 ივლისამდე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ, დოკუმენტაცია (მოხსენება) სარეგისტრაციოდ აღარ მიიღება. 
2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი, პროფესორი                           აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება