2019-04-16
ბრძანება №:90/01-01
„ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების შესახებ დებულებისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 31 დეკემბრის N116/01–01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების შესახებ დებულებისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 31 დეკემბრის N116/01–01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 2 აპრილის N5850/27 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების შესახებ დებულებისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 31 დეკემბრის N116/01–01 ბრძანების მე–2 პუნქტით დამტკიცებულ N2 დანართში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. დარეჯან გარდავაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი (კომისიის წევრი);
3. მერაბ ღაღანიძე – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი (კომისიის წევრი);
4. პაატა ჩხეიძე – მთარგმნელი, ლიტერატორი (კომისიის წევრი);
5. როსტომ ჩხეიძე – მწერალი, ლიტერატურათმცოდნე (კომისიის წევრი);
6. ნინო ვახანია – ლიტერატურათმცოდნე , სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის წევრი);
7. გიორგი ლობჟანიძე - მთარგმნელი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის წევრი);
8. ნინო წერეთელი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის წევრი);
9. ეკატერინე ნავროზაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).“
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ცისკარიძე
« უკან დაბრუნება