2019-08-15
ბრძანება №:204/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აუდიტორიებისათვის სახელის მინიჭების თაობაზე

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აუდიტორიებისათვის სახელის მინიჭების თაობაზე


,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი ნაწილის,
54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57–ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული   პირის   −   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    წესდების    დამტკიცების    თაობაზე’’    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის    N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე     ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის ,,ა“ ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის 2019 წლის 7 აგვისტოს  N15262/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:


1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი სასწავლო კორპუსის 201ა აუდიტორიას მიენიჭოს ცნობილი ქართველი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწის  გრიგოლ ფერაძის  სახელი.
2. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-11 სასწავლო კორპუსის 205-ე აუდიტორიას მიენიჭოს ცნობილი ქართველი მეცნიერის ვლადიმერ ჭელიძის სახელი.
3. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტებს აუდიტორიის მოწყობისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
5. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
6. ბრძანება    ძალაში    შედის    კანონმდებლობით    დადგენილი    წესით    საჯაროდ გამოცხადებისთანავე.




რექტორის მოვალეობის შემსრულებელი           ნინო ოკრიბელაშვილი

« უკან დაბრუნება