2020-01-29
ბრძანება №:21/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აუდიტორიებისათვის სახელის მინიჭების თაობაზე

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
აუდიტორიებისათვის სახელის მინიჭების თაობაზე



,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის  ,,ა“ ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის 2020 წლის 24 იანვრის N1087/10 კორესპონდენციის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-11 სასწავლო კორპუსში 313-ე აუდიტორიას მიენიჭოს ცნობილი ქართველი მეცნიერის ალექსანდრე როიტბაკის სახელი.
2. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-11 სასწავლო კორპუსში 318-ე აუდიტორიას მიენიჭოს ცნობილი ქართველი მეცნიერის ნიკოლოზ ვახანიას სახელი.
3. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტებს აუდიტორის მოწყობისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა.
4. დაევალოს  კანცელარიას ბრძანების ყველასათვის  ხელმისაწვდომ  ადგილზე განთავსება.
5.  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.
6. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.




რექტორი გიორგი შარვაშიძე 

« უკან დაბრუნება