2019-09-11
ბრძანება №:186/02-01

„სატენდერო კომისიის, სატენდერო კომისიის აპარატის შექმნისა და „სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 14 ნოემბრის N200/02-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 25 აგვისტოს N114/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სატენდერო კომისიის, სატენდერო კომისიის აპარატის შექმნისა  და „სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 14 ნოემბრის N200/02-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის   2014 წლის 25 აგვისტოს N114/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


,,უმაღლესი   განათლების   შესახებ’’   საქართველოს   კანონის   23-ე   მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის ირაკლი საღარეიშვილის 2019 წლის 05 სექტემბრის N16715/10  კორესპონდენციის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. შევიდეს ცვლილება „სატენდერო კომისიის, სატენდერო კომისიის აპარატის შექმნისა და „სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის  14 ნოემბრის N200/02-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2014 წლის 25 აგვისტოს N114/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების მე-2  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. სატენდერო კომისიის ტექნიკური და ორგანიზაციული საქმიანობის ურუნველსაყოფად შეიქმნას სატენდერო კომისიის აპარატი შემდეგი შემადგენლობით:
ა)  ანეტა  მერკვილიშვილი  –  საფინანსო  დეპარტამენტის  შესყიდვების   განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
ბ)ლელა კოპალეიშვილი – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
გ)დინარა ტიკარაძე – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების  განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
დ) ლია ბაყაშვილი – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების  განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
ე) შოთა გაბადაძე – საფინანსო დეპარტამენტის  შესყიდვების განყოფილების სპეციალისტი;
ვ) თინათინ ფაჩუაშვილი - საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების  განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
ზ) დაჩი ფერაძე - საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების  სპეციალისტი; 
თ) თინათინ ქებაძე - საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების  განყოფილების სპეციალისტი;
ი) ელენე   გოგოლაძე   -   საფინანსო   დეპარტამენტის   შესყიდვების    განყოფილების სპეციალისტი.“

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების  ყველასათვის  ხელმისაწვდომ  ადგილზე  განთავსების  უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი           ნუნუ ოვსიანიკოვა 

« უკან დაბრუნება