2010-12-28
ბრძანება №:471/02-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I სემესტრის მაგისტრანტების 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I სემესტრის მაგისტრანტების 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23–ე მუხლის პირველი პუნქტის, 24–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის          მე–2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 24–ე მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში საუნივერსიტეტო დაფინანსებაზე მისაღები კონტიგენტის განსაზღვრის შესახებ” სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის      8 სექტემბრის №125 დადგენილების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის  2010 წლის 24 დეკემბრის №124/01-01 ბრძანების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 20 დეკემბრის №31115/02, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2010 წლის 22 დეკემბრის №31237/02, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2010 წლის 20 დეკემბრის №31112/02 და 2010 წლის 23 დეკემბრის #31351/02, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 20 დეკემბრის  №31113/02, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2010 წლის      20 დეკემბრის №30998/02, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის      2010 წლის 22 დეკემბრის №31270/02 წარდგინებების   საფუძველზე,   

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის I სემესტრის მაგისტრატურის სტუდენტები, სპეციალობის გამოცდაში მიღებული მაღალი შეფასების საფუძველზე, უნივერსიტეტის მიერ დაფინანსდნენ (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) წინამდებარე ბრძანების №1  დანართის შესაბამისად.

2.     ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

3.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4.    ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.





ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                            დავით ჩომახიძე

« უკან დაბრუნება