2020-06-18
ბრძანება №:93/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის პერსონალის (ინსპექტორი) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის  პერსონალის (ინსპექტორი) შესარჩევად  კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტებისა და დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გიორგი გორაშვილის 2020 წლის 16 ივნისის N7484/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი (გასაუბრება) სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   დაცვისა   და   უსაფრთხოების   სამსახურის   პერსონალის (ინსპექტორი) შესარჩევად - 30 ვაკანსია.
2. დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ინსპექტორს მოეთხოვება:
ა) განუწყვეტლივ იმყოფებოდეს დასაცავ ობიექტზე, ყურადღებით აკონტროლოს დასაცავი ობიექტი, ელექტროდამცავი და სახანძრო სიგნალიზაციის მუშაობა. დაიცვას მასზე მიმაგრებული ობიექტის ქონება დაზიანებისაგან, გაძარცვისაგან, ხანძრისაგან ან/და სხვაგვარი ავარიისაგან. პერიოდულად გააკეთოს შემოვლები ობიექტზე და ობიექტის ირგვლივ, განსაკუთრებით ღამის საათებში;
ბ)სამსახურში ყოფნისას დაიცვას შინაგანაწესი, ეთიკის ნორმების შესაბამისად მოიქცეს უნივერსიტეტის თანამშრომლებთან, სტუდენტებთან და უნივერსიტეტში სტუმრად მოსულ პირებთან ურთიერთობაში;
გ) უნივერსიტეტში შინაგანაწესის შესაბამისად, აღკვეთოს ნებისმიერი დარღვევა, მათ შორის, დასაცავ ობიექტზე ალკოჰოლური სასმელების შემოტანა, თამბაქოს მოწევა, აზარტული თამაშები, არ დაუშვას ობიექტზე რაიმე ინვენტარის ან ნივთის შემოტანა–გატანა ხელმძღვანელობის ნებართვის გარეშე;
დ) მკაცრად დაიცვას და სხვასაც მოსთხოვოს დაიცვან სახანძრო უსაფრთხოების წესები;
ე)სამუშაო   საათების   დასრულების   შემდეგ,   ობიექტის   ადმინისტრატორთან   ერთად შეამოწმოს ობიექტი, სიგნალიზაციის გამართული მუშაობა და ჩააბაროს კორპუსი;
ვ)  შეასრულოს ხელმძღვანელის/ხელმძღვანელების მითითებები;
ზ) საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს აღმოუჩინოს გადაუდებელი პირველადი დახმარება;
თ)დანაშაულებრივი ფაქტების აღმოჩენის, კონფლიქტური სიტუაციების ან სხვა გართულებების   შემთხვევაში   მყისიერად   აცნობოს   ოპერატიული   მართვის   ცენტრს   ან დარეკოს  ნომერზე 112.
3. უნარები:
ა) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; 
ბ) ოპერატიულობა;
გ) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
დ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა; 
ე) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
ვ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის უნარი და სიახლეების სწრაფად ათვისების შესაძლებლობა.
4. დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ინსპექტორის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 400 - 475 ლარის ფარგლებში (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
5.  დაცვისა  და  უსაფრთხოების  სამსახურის  ინსპექტორის  სამუშაო  დრო  განისაზღვრება  24
საათიანი ცვლის რეჟიმით. სამუშაო ცვლებს შორის დასვენება შეადგენს 72 საათს.
6.  აპლიკანტმა გასაუბრებაზე უნდა წარმოადგინოს: 
ა) ავტობიოგრაფია;
ბ) პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
გ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
დ) CV;
ე) ფოტოსურათი 3X4 (3 ც.) ასევე ფოტოსურათი CD დისკზე;
ვ) დიპლომის, სერთიფიკატის ასლები (არსებობის შემთხვევაში);
7.  გასაუბრების  წარმატებით  გავლის  შემთხვევაში  აპლიკანტმა  7  კალენდარული  დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) ცნობა ნარკოლოგიური აღრიცხვის თაობაზე;
ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
8. გასაუბრება ჩატარდება ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს 11 საათზე ბრძანების გამოცემიდან ერთი თვის განმავლობაში. მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, ოთახი 013;
9. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის პერსონალის (ინსპექტორი) შესარჩევად  კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge- ზე და ასევე ინტერნეტ სივრცეში.
10. წინამდებარე   ბრძანება   კანონმდებლობით   დადგენილი   წესით   გადაეცეს   შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი და დაცვისა და უსაფრთხოების სამსახური).
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი           ლაშა საღინაძე

« უკან დაბრუნება