2018-04-23
ბრძანება №:86/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში –თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში –თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი,  მეცნიერი თანამშრომელი - სამსახურში მისაღებად კონკურსის    გამოცხადების შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,   372 მუხლის პირველი პუნქტის, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების        მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,    322 მუხლის პირველი,   მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 12 ივლისის N12/04 ერთობლივი ბრძანების, თინათინ წერეთლის  სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ლ ბრეგვაძის 2018 წლის 16 აპრილის N 7436/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის  ინსტიტუტში  უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;
2. უფროსი  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  7  წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს  დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ   2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

3.  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ                                         1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
4. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი                             სამეცნიერო- კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით                       (თსუ აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1) განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით.
 კონკურსანტს ასევე მოეთხოვება (ვაკანსიის პროფილის მიხედვით):
ა) უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობა;
ბ) მეცნიერი თანამშრომელი - სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობა;

5. კონკურსი გამოცხადდეს 2018 წლის  23 აპრილს.  საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 23 მაისიდან 2018 წლის 28 მაისის  ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს     2018 წლის პირველი ივნისისა.
6. კონკურსი გამოცხადდეს თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: 
  
ა) სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის განყოფილება:
    უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 4  საშტატო ერთეული.
ბ) კერძო სამართლის განყოფილება:
    უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 3  საშტატო ერთეული.
გ) სამართლის ისტორიისა და თეორიის  განყოფილება:
         უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 2   საშტატო ერთეული, 
         უფროსი მეცნიერი თანამშრომელი  - 0,.5 საშტატო ერთეული (ორი).

7. კონკურსი გამოცხადდეს თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:
 ა) სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის განყოფილება:
    მეცნიერი თანამშრომელი - 1  საშტატო ერთეული.
ბ) კერძო სამართლის განყოფილება:
    მეცნიერი თანამშრომელი - 2  საშტატო ერთეული.
გ) სამართლის ისტორიისა და თეორიის  განყოფილება:
         მეცნიერი თანამშრომელი - 2   საშტატო ერთეული. 
         

8. სამეცნიერო თანამდებობაზე (უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით  (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N 2); 
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა); 
გ)  ავტობიოგრაფია (CV); 
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)  სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ); 
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);

9. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2018 წლის 23 მაისიდან 2018 წლის  28 მაისის   ჩათვლით 11:00-დან 18:00 საათამდე, თსუ თინათინ წერეთლის სახელობის საწელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში. მისამართი: ქ. თბილისი. გერონტი ქიქოძის ქ. N3,   მე - 2 სართული, კანცელარია. ტელეფონი: (+955 32) 298 32 45.
10. კონკურსი გამოცხადებულია თსუ წესდების 232 მუხლით დადგენილი წესით დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულის - თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნის მიზნებისათვის და მისი შედეგები ძალაში შედის თინათინ წერეთლის სახელობის საწელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნისთანავე;  
11. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
12. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
13. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი                                                          გიორგი შარვაშიძე

« უკან დაბრუნება