2019-05-23
ბრძანება №:126/01-01

დოქტორანტის ხელმძღვანელის ცალკეულ ვალდებულებათა განსაზღვრის შესახებ“ სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 23 აპრილის N58/01-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

დოქტორანტის ხელმძღვანელის ცალკეულ ვალდებულებათა განსაზღვრის შესახებ“  სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  რექტორის 2014 წლის 23 აპრილის N58/01-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა,“ „ბ,“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის  მე-9 პუნქტისა და თსუ აკადემიური საბჭოს 2016 წლის 31 ოქტომბრის N124/2016 დადგენილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  წინამდებარე   ბრძანების   ძალაში   შესვლის   დღიდან   ძალადაკარგულად   გამოცხადდეს
„დოქტორანტის ხელმძღვანელის ცალკეულ ვალდებულებათა განსაზღვრის შესახებ“ სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 23 აპრილის N58/01-01 ბრძანება.
2. ბრძანების  უნივერსიტეტის   ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საიფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს    (პერსონალის    მართვის    დეპარტამენტი,    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, მედიცინის ფაკულტეტი).
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





რექტორი      გიორგი შარვაშიძე

« უკან დაბრუნება