2015-08-26
ბრძანება №:147/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურაში მისაღებ კონკურსანტებთან გასაუბრების დარგობრივი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურაში მისაღებ კონკურსანტებთან გასაუბრების დარგობრივი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა”, "ბ”, "ო” და "პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2009 წლის 2 თებერვლის #173-ე დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში მიღების წესის დამტკიცების შესახებ” #1 დანართის მე-9 პუნქტის 9.2. ქვეპუნქტის, თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2014 წლის 8 დეკემბრის #117/2014 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” #1 დანართის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 18 აგვისტოს #1114/36-01 (კანც. რეგისტრაციის #26841/02) წარდგინების საფუძველზე
ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურაში მისაღებ კონკურსანტებთან გასაუბრების დარგობრივი კომისიის შემადგენლობა:


სადოქტორო პროგრამის დასახელება დარგობრივი კომისიის წევრები
/გასაუბრება/

1 სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფსიქოლოგია 1. ასოც. პროფ. ვახტანგ ნადარეიშვილი (თავმჯდომარე)
2. ასოც. პროფ. შალვა აბზიანიძე
3. ასოც. პროფ. გიორგი ყიფიანი
4. ასისტ. პროფ. ელენე კვანჭილაშვილი

2 გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია 1. პროფესორი ნანა სუმბაძე (თავმჯდომარე)
2. ასოც. პროფ. ანასტასია ქიტიაშვილი
3. ასისტ. პროფ. ეკატერინე  ფირცხალავა
 4. ასისტ. პროფ. მედეა დესპოტაშვილი  
 3 შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია 1. ასოც. პროფ. ია კუტალაძე 
 (თავმჯდომარე)
 2. ასოც. პროფ. გიორგი გოროშიძე
3. ასისტ. პროფ. სოფიო დოლიძე
4. ასისტ. პროფ. მაია რობაქიძე

4 ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება 1. პროფესორი ნოდარ ბელქანია
(თავმჯდომარე)
2. პროფ. ამირან ბერძენიშვილი
3. პროფესორი რევაზ ჯორბენაძე
4. პროფ. დალი ოსეფაშვილი
5. პროფ. ნოდარ სარჯველაძე

5
კლინიკური ნეიროფსიქოლოგია 1. პროფესორი თამარ გაგოშიძე 
(თავმჯდომარე)
2. ასოც. პროფ. თამარ აბაშიძე
3. ასოც. პროფ. ლალი სურმანიძე
4. ასისტ. პროფ. შორენა მამუკაძე

6 ფსიქოლოგიური ანტროპოლოგია (ინტერდისციპლინური) 1. პროფესორი თამარ გაგოშიძე
2. ასოც. პროფ. ლალი სურმანიძე
(თავმჯდომარე) 
3. ასოც. პროფ.  თამარ აბაშიძე
7 განათლების მეცნიერებები 1. პროფესორი  ქეთევან ჭკუასელი (თავმჯდომარე)
2. ასოც. პროფ. რუსუდან სანაძე
3. ასოც. პროფ. იზაბელა პეტრიაშვილი    
4. ასოც. პროფ. ეთერ ღვინერია
5. ემერიტუსი თამაზ კარანაძე
6. ასისტ. პროფ. ეფემია ხარაძე
7. ასისტ. პროფ. ნინო ჩახუნაშვილი 

2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს.
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


რექტორი, პროფესორი                           აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება