2015-11-30
ბრძანება №:187/02-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების სპეციალური ინსპექტირების ჯგუფის შექმნის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 03 სექტემბრის 117/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების სპეციალური ინსპექტირების ჯგუფის შექმნის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის   03 სექტემბრის 117/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის გიორგი ტალახაძის 2015 წლის 24 ნოემბრის  №43677/02 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების სპეციალური ინსპექტირების ჯგუფის შექმნის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის    03 სექტემბრის №117/02-01 ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე ,,ლ” ქვეპუნქტი:

,,ლ) სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული კვების ობიექტებისათვის განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შედეგად დადებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების, კონტროლისა და ზედამხედველობის   ინსპექტირების ჯგუფი:

ლა) დავით კაპანაძე - კვების ობიექტების მენეჯერი - ჯგუფის ხელმძღვანელი;

ლბ) თამარ გელაშვილი - უნივერსიტეტის მე-10 სასწავლო კორპუსის კვების ობიექტის მენეჯერი - ჯგუფის წევრი;
ლგ) არჩილ ჭელიძე - უნივერსიტეტის მე-10 სასწავლო კორპუსის კვების ობიექტის საწყობის ადმინისტრატორი - ჯგუფის წევრი”.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება   დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                              დავით ჩომახიძე

« უკან დაბრუნება