2015-06-03
ბრძანება №:82/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მაგისტრატურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მაგისტრატურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და "საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ" თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის   29 ივნისის №57/2011 დადგენილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს მიღება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილებით დამტკიცებულ სამაგისტრო პროგრამებზე;
2. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის მაგისტრატურაში მიღების ვადები:

ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) – 31 აგვისტო -    4 სექტემბერი;
ბ) გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) -     7 სექტემბერი (9 საათი);
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 8  სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება –  9 - 11 სექტემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 15 სექტემბერი;
ვ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 9 სექტემბერი (9 საათი);
ზ) გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) –    11 სექტემბერი;
თ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 11 სექტემბერი;

ი) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 14 - 16  სექტემბერი;
კ) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 18  სექტემბერი;
ლ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან -  21 - 23 სექტემბერი;
მ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 24 სექტემბერი;
ნ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 28 სექტემბერი.

3. განისაზღვროს თსუ-ს ფაკულტეტების მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა: 

ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე; 
ბ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად  დამოწმებული ასლი; 2015 წლის კურსდამთავრებულთათვის  - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე); 
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ი) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი, პროფესორი                       აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება