2009-07-16
ბრძანება №:73 / 01-01

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის #91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის #13 სხდომის გადაწყვეტილების, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის       2009 წლის 15 ივლისის #134/02-01 ბრძანების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორების ვაკანტური  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად;
  2. სრულ  ან ასოცირებულ პროფესორის თანამდებობაზე 3 სამი წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
  3. ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე 2 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს  დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან დოქტორანტურის სტუდენტი;
  4. კონკურსი გამოცხადდეს 2009 წლის 16 ივლისს, დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2009 წლის 17 აგვისტოდან 2009 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით;
  5. კონკურსი გამოცხადდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებებით (დანართი 1);
  6. სრული პროფესორის თანამდებობაზე ხელფასი განისაზღვრება    თვეში არანაკლებ 900 (ცხრაასი) ლარით, ასოცირებული    პროფესორის თანამდებობაზე ხელფასი განისაზღვრება თვეში    არანაკლებ 720 (შვიდას ოცი) ლარით, ასისტენტ-პროფესორის     თანამდებობაზე ხელფასი განისაზღვრება თვეში არანაკლებ     540    (ხუთას ორმოცი) ლარით;
  7. სრული და ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი   კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
    ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
    ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
    გ) ავტობიოგრაფია (cv);
    დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი   დოკუმენტის (დოკუმენტები) ასლი;
    ე) სალექციო კურსების ჩამონათვალი – სილაბუსებით;
    ვ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
    ზ) ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს;
    თ) სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 6 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
    ი)  ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილების  დამადასტურებელი დოკუმენტი;
  8. კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:
    ა) ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში საგრანტო პროექტების ხელმძღვანელობა ან პროექტებში მონაწილეობა;
    ბ) მისი ხელმძღვანელობით შედგენილი და განხორციელებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები;
  9. ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი      ვალდებულია წარმოადგინოს:
    ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
    ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
    გ) ავტობიოგრაფია (CV);
    დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
    ე) სამოტივაციო წერილი.
  10. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2009 წლის 17 აგვისტოდან 2009 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, თბილისი ი.ჭავჭავაძის გამზ. #36  (V კორპუსი) მე-2 სართული, ოთახი #220;
  11. ბრძანება გამოქვეყნდეს  გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში" და განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
  12. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

   საფუძველი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წერილი #14046/02,  15.07.2009წ.

 

 

 

    რექტორი, პროფესორი
                                    გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება